სამშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 14:13-ზე, მთვარე ტყუპშია
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად, საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
ვერძი
დღევანდელი დღე დაკავშირებულია სულიერ სიმშვიდესთან, შინაგან კომფორტთან. არახელსაყრელი დღეა შოპინგისა და სერიოზული შესყიდვებისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არ არის გამორიცხული ჩხუბი და გაუგებრობები გაურკვეველი მიზეზით. იყავით ყურადღებიანი და ფრთხილად, რადგან ტრავმის ალბათობა იზრდება.
კურო
მოგიწევთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა მათი დამშვიდება და მათი პრობლემების მოაგვარება. თუმცა, თქვენი ძალა არ არის საკმარისი ყველას დასახმარებლად, ამიტომ ზოგიერთისთვის უარის თქმა მოგიწევთ. არ შეგეშინდეთ ახალი ბიზნესის წამოწყება, ექსპერიმენტები და პასუხისმგებლობის აღება.
ტყუპი
დღეს მოგიწევთ სხვების მოლოდინების გამართლება: თქვენგან, როგორც ლიდერისგან ძალიან ბევრს მოელიან. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ხალხს თქვენი სჯერა, მაგრამ თქვენი სიძლიერისა და შესაძლებლობების იმედი გქონდეთ. აიღეთ ინიციატივა სასიყვარულო ურთიერთობაში და გადადგით პირველი ნაბიჯი.
კირჩხიბი
თქვენთვის ადვილი იქნება კომუნიკაცია და კარგი შთაბეჭდილების მოხდენა სხვებზე. დღეს ბევრი შეხვედრა და ნაცნობობა გელოდებათ. თქვენი მომხიბვლელობის წყალობით იოლად დაიმეგობრებთ გავლენიან ადამიანებს. ზოგიერთს რომანტიკული ურთიერთობის დაწყება გელოდებათ.
ლომი
დღეს უცნობ ადამიანებთან დაუგეგმავ შეხვედრები გელით. მათგან საინტერესო და მომგებიან შემოთავაზებებს მიიღებთ და დაფიქრდით. საღამოს შეგიძლიათ საყიდლებზე წახვიდეთ, იყიდოთ რაიმე სასიამოვნო საკუთარი თავისთვის.
ქალწული
დაუთმეთ დღე აქტიურ დასვენებას ან წადით მხიარულ ღონისძიებაზე. საინტერესო თუ ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ და გაგახალისებთ. ასევე კარგი დროა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. თუ ვინმესთან უთანხმოება გქონდათ, გადადგით ნაბიჯი შერიგებისკენ.
სასწორი
სამსახურში საქმეები კარგად მიგდით, მაგრამ შესაძლებელია მცირე ჩხუბი ან გაუგებრობა კოლეგებთან. გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ და მათი კრიტიკული შენიშვნები დიდად შეგაწუხებთ. ეცადეთ, მშვიდად იყოთ, ყველაფერი თავისით მოგვარდება.
მორიელი
დღეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა მარტოს მოგიწევთ. სხვების დახმარება შეიძლება არ იყოს სასარგებლო და სასურველი შედეგის მომტანი. მოუყევით თქვენს მეგობრებს თქვენი წარმატებების შესახებ, ისინი დაინტერესდებიან თქვენი შესაძლებლობებისა და ნიჭის შესახებ. საღამოს სასარგებლოა საოჯახო საქმეების კეთება, გადაწყობა, ავეჯის ყიდვა ან გადაადგილება.
მშვილდოსანი
გელით სასიამოვნო სიურპრიზები. ძალა და ენერგია მაღალ დონეზეა და ბევრ რამე მიაღწევთ, თუ მოინდომებთ. მოძებნეთ ახალი ბიზნეს ან საინტერესო პროექტები, დაეთანხმეთ ბიზნეს პარტნიორების წინადადებებს. თუმცა, სრულად ნუ ენდობით კოლეგებს, ზოგიერთი შეიძლება იყოს მატყუარა.
თხის რქა
დატვირთული დღე გელოდებათ ბევრი საქმით. ნუ შეგეშინდებათ ახალი დავალება რთულად მოგეჩვენოთ, ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით. დღეს შეიტყობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც მალე გამოიყენებთ მომგებიანად. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა მხიარული იქნება, ასევე კარგი იქნება სადმე წასვლა ხალისიან კომპანიასთან ერთად.
მერწყული
დღევანდელი საკითხები მარტივად მოგვარდება, თითქმის თქვენი მონაწილეობის გარეშე. ძველ მეგობრებთან საუბარი პროდუქტიული იქნება: შესაძლოა საინტერესო ფაქტები გაიგოთ. საღამოს მოულოდნელი სტუმრები გეწვევიან, გელით საჩუქრები და სიურპრიზები. ხანმოკლე მოგზაურობა გაგამხიარულებთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა. შეძლებთ აჩვენოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, დაანახვოთ სხვებს თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. თქვენთვის ადვილია საყვარელი ადამიანების სიამოვნება, მათი სურვილის ასრულება. ბავშვებთან ურთიერთობა ხალისიანი იქნება და მოგცემთ ძალასა და ენერგიას.