ავტორი:

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივლისი, ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:15-ზე, მთვარე ქალწულშია

მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად.მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ვარჯიში.

ვერძი: ახალი საქმეების, დაწყებული პროექტების განვითარების დღეა. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. საღამო გაატარეთ მათ გვერდით, ვინც ცხოვრებას გაგიხალისებთ.

კურო: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ოფიციალური ინსტანციების წარმომადგებლებთან. გამონახეთ დრო დედმამიშვილების მოსანახულებლად.

ტყუპი: თქვენ რომ გიყვართ ისეთი დღე გელოდებათ: შეხვედრები, იდეების განხილვები, ახალი პროექტების დაწყება. იყავით მომართული მატერიალური სფეროს გაუმჯობესებაზე.

კირჩხიბი: საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ ზედმეტად არ გადაიღალოთ, სტრესში არ აღმოჩნდეთ. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება, შეკრიბეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

ლომი: ლოგიკურად და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელოდებათ და ეცადეთ, მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩეთ.

ქალწული: მოიმატებს აქტიურობის, მოქმედების სურვილი. დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს.

სასწორი: არავის გაუმხილოთ თქვენი იდეები. ეცადეთ, დამოუკიდებლად და დეტალურად განიხლოთ და გამოასწოროთ უზუსტობები საქმეში. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა მეტად ძლიერს გაგხდით.

მორიელი: მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ და დაგროვილ საქმეებსაც იოლად გაუმკლავდებით და არც ახლების დაწყება გაგიჭირდებათ. იყავით მეტად მზრუნველი, რომანტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ.

მშვილდოსანი: შეგეცვლებათ შეხედულებები, საქმიანობა და ზოგიერთს პარტნიორებიც კი. მოგინდებათ მოგზაურობა, ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება. საღამო სასიამოვნო ადამიანების გვერდით გაატარეთ.

თხის რქა: საქმიან პარტნიორებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. იყავით დაკვირვებული და შეცდომებზე დიპლომატიურად მიუთითეთ. განაწყენებულ ადამიანებთან შერიგების მიზეზი უნდა გამონახოთ.

მერწყული: დაკვირვება და ყველაფერის გადამოწმება შეცდომებისგან დაგიცავთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. მიირთვით ჯანსაღი საკვები.

თევზები: კარგი დღეა სარეკლამო კამპანიისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. საღამოს დაესწარით მხიარულ წვეულებას, ან თავად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.