კვირა, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:21-ზე, მთვარე მორიელშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ეს ის დღეა, როცა აკრძალული არაა არც ერთი პროდუქტის მიღება, მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლს და მათრობელა საშუალებებს. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას.
ვერძი
შესაძლოა შემოგიტიოთ სიზარმაცემ, აპათიამ და არაფრის კეთების სურვილმა. ამიტომ, უმჯობესია დასვენების დღე დასვენებას დაუთმოთ. დღე შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.
კურო
ამ დღეს ნებისმიერ მოგზაურობას და საინტერესო აქტივობას ოჯახის, ბავშვების ან საყვარელი ადამიანის გარემოცვაში მაქსიმალური დადებითი ემოციების მოტანა შეუძლია.
ტყუპი
განწყობა გარკვეულწილად არასტაბილური გაქვთ. არ მოიმოქმედოთ არაფერი მნიშვნელოვანი. ახლობლების გვერდით ყოფნა სიამოვნებას, დადებით ემოციებს მოგიტანთ.
კირჩხიბი
უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ სახლის ორგანიზებაზე - უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, კომფორტისა და სისუფთავის შექმნაზე. კარგია ნებისმიერი გადაწყობა, რემონტი და ყველაფერი, რაც დიზაინთან არის დაკავშირებული.
ლომი
არ არის საუკეთესო დღე სამუშაოდ ან მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. თქვენი გუნება-განწყობა არასტაბილურია, ამიტომ აკონტროლეთ ემოციები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
ქალწული
იდეალური დღეა მომავალი სამუშაო კვირისთვის მოსამზადებლად. უკვე გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და ხდებით უფრო რაციონალური და კონცენტრირებული. შეგიძლიათ შეადგინოთ გეგმები და განავითაროთ სტრატეგიები, რომლებსაც უახლოეს მომავალში განხორციელებთ.
სასწორი
სიმშვიდე დაგიბრუნდებათ. თუ ბოლო დღეებში ნეგატივი დაგიგროვდათ, მას წარმატებით გაუმკლავდებით. კარგია ბავშვების გარემოცვაში დროის გატარება და მათგან პოზიტივი და მხიარულება გადაგედებათ.
მორიელი
ამ დღეს განსაკუთრებით სასიამოვნო და ნაყოფიერია შემოქმედებაში ჩართვა. ასევე შეიძლება მოულოდნელად შეხვდეთ ძველ ნაცნობებს. მათ შეუძლიათ რამდენადმე შეცვალონ თქვენი დღის გეგმები, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ პოზიტივს მიიღებთ.
მშვილდოსანი
გამორჩეულად წარმატებული დღეა. ფული თითქოს ციდან ცვივა და განსაკუთრებით სწრაფად იზრდება თქვენი პოპულარობა. განსაკუთრებული წარმატება გელოდებათ შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს.
თხის რქა
დღეს მიდრეკილი ხართ აიღოთ საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობა და ეფექტურად გადაჭრათ არა მხოლოდ პირადი პრობლემები, არამედ ახლობლების სირთულეებიც. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დასვენების დღეა და ძალები უნდა დაზოგოთ.
მერწყული
მოსიყვარულე ადამიანებისგან ნამდვილი ჰარმონია და ურთიერთგაგება მოდის. მარტოხელებს გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა და ახალი ურთიერთობის დაწყება, რაც დიდხანს გაგრძელდება.
თევზები
დღე გამოითავისუფლეთ საქმეებისგან და დატკბით შემოქმედებითი იდეების განხორციელებით. ხელოვნების სფეროში მოღვაწეებს განსაკუთრებული წარმატება გელოდებათ. მატერიალურ კეთილდღეობასაც მიაღწევთ და პოპულარობასაც მოიპოვებთ.