ივნისის თვეს სხვაგვარად ქალღმერთ იუნონას თვედაც მოიხსენიებენ. იუნონა რომაულ მითოლოგიაში ქორწინების, დედობისა და ზოგადად ქალური საწყისის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორულ ურთიერთობებს განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
როგორია 4 ივნისს დაბადებული ადამიანი
4 ივნისს დაბადებული ადამიანები, სხვებზე ზემოქმედების უნარითა და დარწმუნების უჩვეულო ნიჭით გამოირჩევიან. მათ აქვთ მიდრეკილება, გარშემო მყოფებს სტიმული მისცენ და ქმედებისკენ უბიძგონ საკუთარი ჩაგონებით. ამიტომ, გასაკვირი არ არის რატომ გვხვდება ამ დღეს დაბადებულთა შორის, ყველაზე მეტი სარეკლამო აგენტი და PR-მენეჯერი. ამ სფეროში ისინი ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში.