4 თებერვალს დაბადებული ადამიანები კრეატიული აზროვნებითა და თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევიან

4 თებერვალს დაბადებული ადამიანები კრეატიული აზროვნებითა და თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევიან

თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.

თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.

როგორია 4 თებერვალს დაბადებული ადამიანი

4 თებერვალს დაბადებული ადამიანები, კრეატიული აზროვნებითა და თავისუფლების უზომოდ დიდი სიყვარულით გამოირჩევიან. ამ ხალხს უყვარს ყველფერის თავის ჭკუაზე კეთება, ამიტომ ხშირად თავს ვალდებულად არ თვლიან ვინმეს რამე აუხსნან და სწორედ ამ თვისების გამოა ისიც, რომ მათთვის წარმატების მიღწევა ყოველთვის დიდ პრობლემებსა და წინაღობებს უკავშირდება.