* ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება.
* კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის.
* შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.
* მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან.
* კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
* სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ.
* კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
* მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა.
* თმის შეჭრა უფრო მეტად გაგალამაზებთ.
* მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას, მწერების მოკვლას.
* ამ დღეს დაბადებული ადამიანი მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებს, მაგრამ საკმაოდ ზარმაციც იქნება.
* ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი.
* ამ დღის ქვებია: ჟადეიტი, აქვამარინი, ამეთვისტო.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ლომში
* მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
* მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
* უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
* კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
* გაამდიდრეთ რაციონი კურაგით, ქიშმიშით, ლეღვით (ან ჩირით) მწვანილით.