კურო
პურის ფულზე საწუწუნო არ გაქვთ, მაგრამ საახალწლოდ მდიდრულ საჩუქარზე ალბათ არ იტყოდით უარს?.. ამიტომ, ან თავად უნდა შეძლოთ დამატებითი შემოსავლის მოძიება, ან პარტნიორი შეაწუხოთ.
ტყუპი
აქტიური ხართ და კოლეგების მიმართ პრეტენზიებს ნუ გამოთქვამთ, თუ მუშაობის რიტმში ვერ მოგყვებიან. ყოველი ახალი იდეა პარტნიორთან ერთად განიხილეთ და შემდეგ დაიწყეთ მუშაობა.
კირჩხიბი
კარგი დღეა ურთიერთობის დასარეგულირებლად, განაწყენებული, მივიწყებული ახლობლების შემოსარიგებლად. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. არ გაწყენდათ სპორტკლუბში ჩაწერა.
ლომი
ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი საქმეების სია და ეცადეთ, მათ შესასრულებლად სხვებიც დაიხმაროთ. მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. კარგი დღეა წესრიგის დასამყარებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას.
ქალწული
დღეს უამრავ ადამიანთან გექნებათ შეხება, როგორც ვირტუალურ სამყაროში, ასევე რეალობაში და უამრავ ინფორმაციას მიიღებთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობაც. სამსახურის საქმეები, როგორც ყოველთვის წინა პლანზეა, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ.
სასწორი
დღეს მეტად უნდა დაუთმოთ, გასცეთ. დაარეგულირეთ ურთიერთობა ახლობლებთან. ნუ იკინკლავებთ წვრილმანებზე. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. შეიძლება წარსულში შესრულებული საქმეების გამო პრემია მიიღოთ.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა რჩევებს. არაა აუცილებელი ზუსტად ისე მოიქცეთ, მაგრამ რაღაც მაინც გენიშნებათ. კარგი დღეა შეხვედრებისა და პროექტების გასაანალიზებლად. წვეულებაზე რომანტიკული განწყობა ნაკლებად იქნება, მაგრამ გამხიარულდებით და შეიძლება საჭირო ხალხიც გაიცნოთ.
მშვილდოსანი
უმჯობესია, საქმსახურებრივი საქმეებით შემოიფარგლოთ. დინჯად და გააზრებულად იმოქმედეთ. გააქტიურდებიან ბიზნესპარტნიორები. აკონტროლეთ სასიყვარულო პარტნიორი, მაგრამ არ დაუპირისპირდეთ. არ გაამწვავოთ ურთიერთობა მანდილოსნებთან.
თხის რქა
უამრავი გეგმა და იდეა დაგიგროვდათ. ეცადეთ ჯერ ყველაზე აქტუალურები შეასრულოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანების მიმართ. ნუ იკამათებთ, დათმეთ პოზიციები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
მერწყული
ყველა საქმეს ერთდროულად ნუ წამოიწყებთ. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის მოიტოვეთ. საყიდლებიც საღამოსთვის გადადეთ. ახალ იდეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად, ურთიერთობის დასარეგულირებლად, შერიგებისათვის.
თევზები
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ. უმჯობესია, ჯერ ძველები დაასრულოთ. ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევას, იქნებ თქვენთვის საჭირო მინიშნებას მიაგნოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ პარტნიორის მიმართ.