ავტორი:

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:33-ზე, მთვარე ქალწულშიაისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.

ვერძი: არ გადაიღალოთ, არც გონებრივად და არც ფიზიკურად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების, მშობლების მიმართ. საღამო შინ, ოჯახის წევრების გვერდით გაატარეთ.

კურო: კომუნიკაცების, დოკუმენტებთან მუშაობის დღე გელოდებათ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

ტყუპი: ნუ ეცდებით მომენტალური შედეგის, მოგების მიღებას. იზრუნეთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საქმიან პარტნიორებთან. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.

კირჩხიბი: რაც უფრო დაკვირვებული იქნებით მუშაობისას მით უკეთესს შედეგს მიაღწევთ. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. ამასთან, შეცდომების თავიდან აცილების მიზნით ერთგული პარტნიორებიც კი გადაამოწმეთ.

ლომი: დილა დაუთმეთ აქტუალური საქმეების მოგვარებას; იყავით დაკვირვებული, არ გამოგრჩეთ უმნიშვნელო დეტალები, რამაც შეიძლება მომავალში საფრთხე შეგიქმნათ. ნუ ანდობთ საკუთარ ფულს საეჭვო ადამიანებს.

ქალწული: დღეს საკუთარი ვალდებულებების პარალელურად სხვისი საქმეების შესრულებაც მოგიწევთ. სიფრთხილე და დაკვირვებულობა გმართებთ. იყავით გულუხვი მათ მიმართ, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

სასწორი: შეხვედრებით და საქმეებით დატვირთული დღე გელოდებათ. იყავით დაკვირვებული, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული შეხვედრა მოუწყვეთ.

მორიელი: გარშემო მყოფებს იოლად აიყოლიებთ და დაარწმუნებთ. ეცადეთ, საქმეების მოგვარებისას გვერდით მცოდნე ადამიანი გყავდეთ. მარტოხელება შეძლება გააბათ რომანი უცხოელთან ან საზღვარგარეთ მცხოვრებთან.

მშვილდოსანი: მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას, დაუფიქრებელი სიტყვების თქმას. მსგავსი საქციელით იმათ კრიტიკასაც დაიმსახურებთ, ვინც სიმპათიით იყო თქვენ მიმართ განწყობილი. საყვარელ ადამიანთან და უფროსთან კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ.

თხის რქა: თავდაჯერებულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ყველა სირთულეს იოლად გადალახავთ. ნუ გაჩერდებით შინ გვიანობამდე. უმჯობესია, საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ.

მერწყული: შეცდომების თავიდან ასარიდებლად კარგად შესრულებული საქმეებიც კი გადაამოწმეთ; თქვენიც და კოლეგებისაც. ნუ გაფლანგავთ დროს არაფრისმომცემ საუბრებსა და კამათზე.

თევზები: მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. ნაკლები ყურდღება მიაქციეთ კრიტიკას. გირჩევთ, მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე. არავის მისცეთ საბაბი, რომ დაგადანაშაულოთ ტყუილში ან არასაიმედოობაში.