5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ეცადეთ, დაკვირვებულად იმოქმედოთ, არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას, არაფერი დაკარგოთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. ლამაზ და გამოსადეგ ნივთებს შეიძენთ.

ტყუპი

ეცადეთ, სწრაფად გაერკვეთ სიტუაციაში და სწრაფადვე მოერგოთ სიახლეებს. გააუმჯობესეთ მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობა. უარი არ თქვათ პაემანზე, მეგობრებთან შეხვედრასა და პიკნიკზე.

კირჩხიბი

თქვენი წარსული ბევრისთვის გახდება საინტერესო. დღეს რჩევებისთვის მოგაკითხავენ. შეიძლება ახალი თავგადასავალი გამოგიჩნდეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ლომი

დღეს თქვენი ნიჭის დემონსტრაცია უნდა მოახდინოთ. მანდილოსნებს ახალი თაყვანისმცემლები გამოგიჩნდებათ. დაძლიეთ მავნე ჩვევები. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

ქალწული

ეცადეთ, გაარჩიოთ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი მეგობრები. დაქორწინებულებს გულახდილი საუბარი გელით მეუღლესთან. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის, თუნდაც, ვირტუალური მიმოწერისთვის.

სასწორი

საქმეების მიუხედავად წვეულებასა და მეგობრულ შეხვედრებზე ოცნებობთ. მეტი დემოკრატიულობა გმართებთ კოლეგებთან. თუ კარიერაზე ხართ ორიენტირებულები, გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან მეგობრებთან.

მორიელი

საშუალება მოგეცემათ გააუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, გაიჩინოთ ახალი მეგობრები, თანამოაზრეები. უარს ნუ იტყვით წვეულებაზე თუ მიგიპატიჟეს. უფროსს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.

მშვილდოსანი

წარმატებული დღე გელით მეგობრობასა და სიყვარულში. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის. არ ჩაერიოთ აზარტულ საქმეებში, თუ არ გსურთ, გაურკვევლობაში აღმოჩნდეთ.

თხის რქა

მოაწყვეთ, კომფორტული გახადეთ თქვენი სამუშაო/სამეცადინო კუთხე. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ პერიოდულად მოგაცდენენ საინტერესო საქმეებისგან. რჩევებისა და დახმარებისთვის მოგმართავთ ნათესავი, საყვარელი ადამიანი.

მერწყული

გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით, შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. საყვარელი ადამიანი საჩუქრით გაანებივრეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები

მეტად დაინტერესდით ახლობლების საქმეებით, დაეხმარეთ მათ პრობლემების მოგვარებაში. გაიუმჯობესეთ ოჯახური პირობები; მეტი ჰარმონია შექმენით სამსახურში, კოლეგებთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით