დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ.
მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ.
მეტად დაისვენეთ.
ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.
არ შეიჭრათ თმა!
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ღრმა სიბერემდე მიაღწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვური, მიამიტი და მეოცნებე იქნება.
ამ დღის ქვებია: ბრილიანტი და მთის ბროლი. თუმცა, გაფრთხილდით, ბრილიანტის ტარება ყველასთვის მიზანშეწონილი არაა.
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ტყუპში
მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. "მოწევის ადგილებს". გაანიავეთ ოთახი.
აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.