5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქას ესტუმრება 11:29-ზე

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი უმი ბოსტნეულით, თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი

დღეს ჯობია დაზოგოთ ძალა, იკვებოთ სწორად და მოერიდოთ სტრესულ კომუნიკაციას. ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები სარგებელს მოგიტანთ. პირადი ცხოვრება შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ ინიციატივას გამოიჩენთ.

კურო

ზედმეტად პრეტენზიული ხართ, წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. ბიზნესში წარმატების მისაღწევად საჭიროა გონებრივი წონასწორობის შენარჩუნება. ადვილი არ იქნება, მაგრამ შეძლებთ საერთო ენის გამონახვას და სხვებთან შეთანხმებას. არ გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

ტყუპი

ორშაბათი მოგიტანთ პოზიტიურ ცვლილებებს. მნიშვნელოვანია იმოქმედოთ დაკვირვებულად, გამოიჩინოთ სიყვარული და მზრუნველობა ნათესავებისა და მეგობრების მიმართ. გელოდებათ სიტუაციები, რომლებშიც შეძლებთ საკუთარი თავის საუკეთესოდ გამოხატვას.

კირჩხიბი

დღე შეიძლება სავსე იყოს საინტერესო სიახლეებით. წარმატებული იქნება მოგზაურობა, დასვენება საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. სასარგებლოა სიტუაციის, გარემოს შეცვლა, მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ლომი

იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. რაც სავსებით საკმარისია დღის გეგმის შესასრულებლად. ფრთხილად იყავით საპირისპირო სქესთან. შეიძლება დაიწყოთ რომანი, რომელიც მოგიტანთ უამრავ გამოცდილებას და თავდაყირა დააყენებს თქვენს ჩვეულ ცხოვრებას.

ქალწული

დილით უფრო აქტიური უნდა იყოთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. სადილის შემდეგ გამოჩნდება ახალი საზრუნავი და ამოცანები. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა, სიხარული და გულითადი საუბრები გელოდებათ.

სასწორი

კონფლიქტის, დაპირისპირების დიდი ალბათობაა. ბევრად სასიამოვნო იქნება, თუ დამკვირვებლის პოზიციას დაიკავებთ. ნუ ჩაერევით კამათში. თქვენ შეძლებთ გაიგოთ ბევრი რამ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თქვენ გარშემო არიან. ზოგიერთი დაარღვევთ ძველ კავშირებს და გაიჩენთ ახალ მეგობრებს ან საქმიან პარტნიორებს.

მორიელი

არ გირჩევთ მოსაწყენი და ერთფეროვანი სამუშაოს შესრულებას, შეცდომების გამოსწორებას. დაგაინტერესებთ ახალი საქმეები და ამოცანები. არ არის გამორიცხული წარმატებული შენაძენები, მოგება, ბონუსები. თუ სიტუაცია გიბიძგებთ რისკებისკენ, ნუ ჩქარობთ, ჯერ ყველაფერი აწონ-დაწონეთ.

მშვილდოსანი

დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. იგრძნობთ, რომ არ გაქვთ საკმარისი დრო. ზოგიერთი საქმე უნდა გადადოთ, მაგრამ ზოგიერთი მოგიტანთ წარმატებას და მნიშვნელოვან პროგრესს. გამოგიჩნდებათ სასიამოვნო მოსაუბრე. არ არის გამორიცხული ახალი ალიანსის შექმნა, რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.

თხის რქა

საოჯახო საქმეები და საყოფაცხოვრებო საკითხები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ახლობელ ადამიანებთან კონტაქტი შეიძლება კონფლიქტით დასრულდეს. სამსახურში კი თავს საჭიროდ და წარმატებულად იგრძნობთ.

მერწყული

შედარებით მშვიდი, მაგრამ არცთუ ისე ნაყოფიერი დღე გელით. სიზარმაცის დაძლევა მოგიწევთ იმისათვის, რომ მიაღწიოთ იმას, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. შესაძლებელია წარმატება შემოქმედებაში, გაცნობაში, ფლირტში. ინტუიცია კარგად მუშაობს, შეგიძლიათ უახლოესი მომავალი დაგეგმოთ.

თევზები

ორშაბათს, რთული სამუშაოს შესრულებისას, შესაძლებელია ნერვული აშლილობა. ხშირად დაისვენეთ და შეძლებისდაგვარად აირჩიეთ მსუბუქი სამუშაო. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საღამოს სასარგებლოა სუფთა ჰაერზე გასეირნება.