კურო
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად, განსაკუთრებით, პროფილაქტიკურ სანატორიუმში.
ტყუპი
ინფორმაციის მოძიების, თანამოაზრეებთან შეხვედრის სურვილი გაგიჩნდებათ. პირად ცხოვრებაში ყველაფერში გაერკვიეთ, გაუკვევლობას ნუ დატოვებთ.
კირჩხიბი
დაესაწრით ინტერნეტ-ლექციებს, გაიღრმავეთ პროფესიონალური ცოდნა. საქმეები დამოუკიდებლად შეასრულეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა, გემოვნება, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ახალ მეგობრებსაც გაიჩენთ, მაგრამ ძველებს ნუ დაივიწყებთ.
ქალწული
მეტად გამოავლინეთ თქვენი ცოდნა. შეიძლება ახალი დამკვეთი ან სპონსორი გამოგიჩნდეთ. ერუდირებული ისედაც ხართ და კომუნიკაბელურობა გამოაჩინეთ.
სასწორი
სწავლის, სიახლეების თვალსაწიერის გაფართოების დღეა. შეადგინეთ სამოქმედო განრიგი. ეკონტაქტეთ მხოლოდ აუცილებელ ადამიანებს.
მორიელი
თუ მზად ხართ სწავლისა და ინფორმაციის მიღებისთვის, ყველა სირთულეს დაძლევთ. დაიცავით იმ გარემოს წესი და კანონი, რომელშიც მოხვდებით.
მშვილდოსანი
დიალოგის, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის დღეა. პატივი ეცით კონკურენტის მოსაზრებას. შექმენით ერთგული თანაგუნდელების ჯგუფი.
თხის რქა
რუტინული საქმეების შესრულების დღეა. გქონდეთ კონტაქტი ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან. შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან ვიზიტი, შეკვეთების შესრულება.
მერწყული
გააუმჯობესეთ კავშირები მეგობრებთან, ნათესავებთნ, საყვარელ ადამიანთან. გამონახეთ დრო ჰობისთვის. რაც მომავალში შეიძლება შემოსავლის წყარო ან თქვენი პროფესია გახდეს.
თევზები
მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, ურთიერთობები. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ცოდნის, გამოცდილების მისაღებად. დაკვირვება გმართებთ, როცა საქმე მემკვიდრეობის, უძრავი ქონების საკითხებს ეხება.