ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
5 მაისს დაბადებული ადამიანები ძალიან პრაგმატულები არიან და ხშირად ახერხებენ გარშემო მყოფებს შეუქმნან საჭირო მოტივაცია ამა თუ იმ საქციელის ჩასადენად. ისინი მზად არიან ყველგან და ყოველთვის გასცენ საჭირო რჩევები, რაც საშუალებას აძლევს ამ ხალხს მანიპულირების საშუალება იქონიონ გარშემო მყოფებზე.