5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 16:26-ზე, მთვარე ლომშია

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი. კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, თმის შეჭრა, რომ სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.

ვერძი

დღეს გირჩევნიათ ენერგია სამსახურსა და კარიერულ ზრდას დაუთმოთ. გამოიჩინეთ თქვენი ნებისყოფა და იზრუნეთ გადაუდებელი საქმეების შესრულებაზე.

კურო

კარგი დროა გრძელვადიანი დაგეგმვის, ფიქრისა და შემდგომი ნაბიჯების კორექტირებისთვის. კარგია თქვენი ოცნებების გაზიარება ოჯახის წევრებისთვის.

ტყუპი

დღე შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს, გამოიყენეთ ყველა ის საინტერესო შესაძლებლობა, რომელიც დაგეხმარებათ, იპოვოთ კარგი შანსი კარიერული წინსვლისთვის.

კირჩხიბი

აჩუქეთ ან გადაყარეთ ძველი, არასაჭირო ნივთები, გაათავისუფლეთ ადგილი, გააუმჯობესეთ ატმოსფერო სახლში. საღამო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

ლომი

არ ინერვიულოთ, თუ თქვენი გეგმები ისე არ განვითარდება, როგორც მოელოდით. ახლო ადამიანები მზად არიან მხარი დაგიჭირონ და ერთად გადაიტანონ რთული პერიოდი. თქვენი საქმე წარმატებით განვითარდება.

ქალწული

დღე არ არის შესაფერისი ფინანსური ტრანზაქციებისა და შოპინგისთვის. თვალყური ადევნეთ თქვენს ხარჯებს. არ ჩაერთოთ კამათში, არ გაამჟღავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია.

სასწორი

სასარგებლოა ინტერიერში ზოგიერთი დეტალის შეცვლა, გადაწყობა, ახალი დეკორატიული ნივთების შეძენა ან დამზადება ბავშვებთან ერთად.

მორიელი

ფრთხილად უნდა იყოთ ახალ ნაცნობებთან, შესაძლოა ერთ-ერთ მათგანს საკუთარი ინტერესებისთვის სურს თქვენი გამოყენება. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას.

მშვილდოსანი

დღე აღსავსეა სხვადასხვა მოვლენით. უნდა შეაფასოთ ახალი შესაძლებლობები სამუშაოსა და კარიერაში. ეცადეთ არ გაუშვათ ხელიდან შანსი და გააუმჯობესოთ ცხოვრება უკეთესობისკენ.

თხის რქა

დღეს კარგი დროა დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრის, თანამოაზრე ადამიანების მოსაძებნად და ახალი საქმეების დასაწყებად. იყავით მეტად მიზანმიმართული.

მერწყული

თქვენი ოცნებები ახდენას დაიწყებს. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა მცოდნე ადამიანებისთვის. ეს ხელს შეუწყობს ყველა პრობლემის მოგვარებას და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას.

თევზები

დილიდანვე შეუდექით საქმეების შესრულებას. გაუზიარეთ ახლობლებს საინტერესო იდეები. ზოგიერთი შეიძლება შეხვდეთ თქვენს ძველ სიყვარულს. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.