5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საბუთების გაფორმებისას მეტი სიფრთხილე გმართებთ. ყველა ფურცელი ყურადღებით გადაიკითხეთ და რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ.

ტყუპი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, სამართალდამცველებთან. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ სარისკო და ავანტიურულ საქმიანობას.

კირჩხიბი

სამსახურში წარმატება გელით. მთავარია, არ იზარმაცოთ და საკუთარი იდეები უფროსს გააცნოთ.

ლომი

მსხვილი საყიდლებისთვის არახელსაყრელი დღეა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ.

ქალწული

დღეს აქტიური და გულისხმიერი ხართ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და საჭირო ინფორმაციის მისაღებად. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

სასწორი

მოერიდეთ გადაღლას, ფიზიკურ აქტივობას. ეცადეთ, ეს დღე მშვიდ, სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

მორიელი

ყურადღებით იყავით, ვიღაცას თქვენი გამოყენება, საეჭვო საქმიანობაში ჩართვას სურს და ამის გამო შეიძლება ”ოქროს მთებს” შეგპირდნენ.

მშვილდოსანი

ზოგიერთს სიყვარულში გამოუტყდებიან, ზოგს ახალ თანამდებობას შესთავაზებენ. გააუმჯობესეთ რომანტიკული ურთიერთობები.

თხის რქა

არავის აწყენინოთ, თუ ვარჯიშს აპირებთ, არ გადაიღალოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ.

მერწყული

ფორტუნა შანს მოგცემთ გაიუმჯობესოთ თქვენი მატერიალური, სოციალური ან თანამდებობრივი მდგომარეობა, არ იზარმაცოთ.

თევზები

ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ და ახალი პროექტებისა და იდეების განხორციელდება არ გაგიჭირდებათ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით