შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 17:04-ზე, მთვარე 03:07-ზე გადაბრძანდება ვერძში.
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც.
ვერძი: მოგინდებათ ახლის შესწავლა. ნაკლებად გამოავლინეთ ინიციატივა, უმჯობესია, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.
კურო: ჩამოყალიბდით რისი მიღწევა გსურთ, რა უნდა გაიუმჯობესოთ ცხოვრებაში. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში.
ტყუპი: მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ შეხვედრა, ქალაქგარეთ გამგზავრება და მხიარულება. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
კირჩხიბი: ოჯახის წევრებთან ერთად შეადგინეთ ბიუჯეტი, ჩამოწერეთ საყიდელი პროდუქტების სია. საღამო დაუთმეთ ბავშვებთან ერთად მხიარულებას.
ლომი: დააკვირდით თქვენს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის, შვილების მიმართ. გადაიხადეთ გადასახადები.
ქალწული: არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას ნათესავებთან. დაკვირვება გმართებთ კომერციული საქმიანობისას.
სასწორი: მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმარებთ.
მორიელი: სიამოვნებას მოგანიჭებთ ახლობლებთან შეხვედრა, ბავშვებთან ურთიერთობა. საუკეთეო დღეა საკუთარი ნიჭის დემონსტრირებისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
მშვილდოსანი: მშობლებს და ოჯახის წევრებს თქვენი გვერდით ყოფნა სჭირდებათ. აგრძნობინეთ მათ, რომ გიყვართ. ზოგიერთი გააქტიურდებით მემკვიდრეობის მისაღებად.
თხის რქა: მიიღებთ საიდუმლო ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებაში. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
მერწყული: დღეს მიხვდებით, რამდენად გაფასებენ გარშემო მყოფები. რამდენად კმაყოფილი ხართ ანაზაღურებით იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ. თუ უკეთესი ვარიანტი ჯერ არ გაქვთ, უნდა მოითმინოთ.
თევზები: საუკეთესო დღე ურთიერთობის გასაუმჯობესებლად უცხოელებთან. შეიძლება ზოგ შემთხვევაში დიპლომატს როლიც კი შეასრულოთ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ხელოვნების, ფსიქოლოგიისა და რელიგიისადმი.