5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღევანდელ დღეს შეიძლება სიყვარულის დღე ვუწოდოთ, რადგან ყველაფერი გრძნობებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი გააუმჯობესებს ურთიერთობას პარტნიორთან, ზოგი აღადგენს ძველ კავშირს, ზოგ კუროს კი დაქორწინებას შესთავაზებენ.

ტყუპი

ურთიერთობაში მოერიდეთ კრიტიკასა და კამათს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ყველა წამალს ნუ ენდობით. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი

დღეს რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. მთავარია, დროულად მიიღოთ რჩევა გამოცდილი ადამიანისგან. უმნიშვნელო საკითხის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას ახლობლებთან.

ლომი

დღეს ყურადღების ცენტრში ხართ. ყველა თქვენს გადაწყვეტილებას ელის. ეცადეთ, სწორი სვლა გააკეთოთ. კარგი დღეა ახალი კონტაქტებისთვის, ურთიერთობის დასარეგულირებლად.

ქალწული

ადრე ხომ არავის ენდობოდით, ყველაფერს ამოწმებდით, ახლა რა მოგივიდათ? ეცადეთ, სწორად შეაფასოთ ადამიანები. არც გადაამეტოთ და არც დააკლოთ არაფერი.

სასწორი

დღეს უჩვეულოდ ჩუმი და სერიოზული ხართ. მაგრამ შეიძლება მოულოდნელად გათქვათ თქვენი სანუკვარი სურვილები. გაუგებრობას მოერიდეთ სამსახურშიც და სახლშიც, რათა კიდევ უფრო არ გაირთულოთ საქმე.

მორიელი

მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან საუბარს, ვისაც არ ენდობით. უფრო მეტიც, არ გასცეთ საიდუმლო ინფორმაცია.

მშვილდოსანი

რუტინას ვერსად გაექცევით. თუმცა, გამოყოლილმა სიზმარმა ან ოცნებებმა შეიძლება რეალობას მოგწყვიტოთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. მუსიკას მოუსმინეთ ან საყვარელ ფილმს უყურეთ.

თხის რქა

საღამომდე საქმიან და საოჯახო საქმეებში იქნებით ჩაფლული. შეძლებისდაგვარად დაისვენეთ. დღეს კარგია ვარჯიშიც. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა შვილებთან.

მერწყული

ახლობლების დახმარების გარეშე მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. ზოგიერთმა დახმარების სანაცვლოდ შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც ჩაგაგდოთ. ზოგიერთს კი დაკითხვასავით უსიამოვნო კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

თევზები

თუ ვერ გააგებინეთ გარშემო მყოფებს რა გსურთ, მათი ბრალი არაა. უფრო კონკრეტულად, გასაგებად უნდა ისაუბროთ, იმოქმედოთ. ყურადღება მიაქციათ მინიშნებებს, მათი დახმარებით სწორ გამოსავალს იპოვით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით