5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო - ზოგჯერ რუტინული საქმეების შესრულება კომფორტის შეგრძნება გიქმნით. მოთმინებით აღიჭურვეთ, ცოტა ხანში ისევ მზად იქნებით ექსპერიმენტებისთვის.

ტყუპი - შეიძლება დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ადრე მეგობრობა ან რომანი გაკავშირებდათ. ერთად საოცრად კარგ საქმეს გააკეთებთ, თუ ხვდებით, რომ მის გვერდით ფრთები გამოგესხათ, ნუღარც მიატოვებთ.

კირჩხიბი - შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა ყოველთვის მოგიტანთ შედეგს. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, ძალები მოიკრიბეთ და ამოქმედდით.

ლომი - დღეს მიხვდებით, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. ერთგული მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება სასურველი ნივთები ვერ შეიძინოთ და ნუ დანაღვლიანდებით.

ქალწული - გარშემო მყოფებთან აქტიურად თანამშრომლობის დღეა. თქვენს პარტნიორად შეიძლება თქვენი მეგობარი გახდეს. კარგი დღეა ძიებისა და ინიციატივის გამოხატვისთვის.

სასწორი - დღეს უნდა დაისვენოთ, ძალები მოიკრიბოთ. სასურველია, ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

მორიელი - სანამ გულხელდაკრეფილი იჯდებით არაფერი გამოგივათ. თუ რამის მიღწევა გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. სურვილი გაგიჩნდებათ ვიღაცას ანონიმური საჩუქარი გაუკეთოთ.

მშვილდოსანი - საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობა სასიამოვნო შედეგსაც მოგიტანთ და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ. სასიამოვნო ცვლილებების დროა და მზად უნდა იყოთ.

თხის რქა

- მოკრძალებული იერის მიუხედავად გარშემო მყოფებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენთ. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ დიპლომატია, მოერიდეთ კრიტიკას გარშემო მყოფების მიმართ.

მერწყული - უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, სამსახურშიც და სახლშიც და საღამოს აღმოაჩენთ, რომ ყველაფერს იდეალურად გაუმკლავდით. მთავარია, გართობაზე არ მოცდეთ.

თევზები - იყავით მეტად აქტიური. ურთიერთობები კონფლიქტისა და დრამის გარეშე მოაგვარეთ. ახლობლები იზრუნებენ, რომ შინ ჰარმონიული და მშვიდი გარემო შეგიქმნან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით