ავტორი:

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 18:21-ზე, მთვარე 03:03-დან თხის რქაში იქნება

თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.

ვერძი: გააქტიურდით გამარჯვების მოსაპოვებლად. მოიმატებს ინტელექტუალური საქმიანობა. წარმატებული დღე გელოდებათ ვაჭრობის, პროგრამირების, პიარის, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს. აგრეთვე კარგი დღეა სწავლის დასაწყებად.

კურო: ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ გადაგექცეთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვების განათლების საკითხს. დაეხმარეთ არჩევის გაკეთებაში რომელ წრეზე ჩაეწერონ, რა ისწავლონ. ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები.

ტყუპი: სამსახურის საქმეების პარალელურად ოჯახისთვისაც უნდა მოიცალოთ. კარგი იქნება, თუ დღეს შინიდან იმუშავებთ. მეტად იზრუნეთ მშობლებზე. საინტერესო ნაცნობობა და საუბარი გელოდებათ უცხო კულტურის, რელიგიის წარმომადგენელთან.

კირჩხიბი: ვალდებულებების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ ინფორმაციის მოძიება, სპეციალისტებთან შეხვედრა და შეიძლება გამგზავრებაც კი. არ გაუშვათ ტელეფონი ხელიდან. დატვირთული დღე გელოდებათ თარჯიმან, შუამავალ, სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებს.

ლომი: კრეატიული იდეების განხორციელების დღეა. ბიზნესმენ და მენეჯერ ნიშნებსაც კი მოგეთხოვებათ შემოქმედობითობა. ყველასთვის გასაგებად გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ქალწული: იყავით მომართული წინსვლაზე. დაარეგულირეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. დღეს თქვენი კარგი ქმედებით გარშემო მყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. საოჯახო საკითხები ნათესავებთან შეთანხმებით მოაგვარეთ.

სასწორი: დილა რთული საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. იყავით დაკვირვებული საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების დროს. მიიღებთ მნიშვნელოვან ამბებს უცხოეთიდან, საინტერესო ინფორმაციას.

მორიელი: გადახედეთ საქმეებს, ჯერ აუცილებლები შეასრულეთ. თუ ძვირად ღირებული ნივთების, გაჯეტების შეძენას აპირებთ, კარგად შეამოწმეთ. თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია კომუნიკაცია, საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.

მშვილდოსანი: კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. შანსი მოგეცემათ გააფორმოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება; დაიწყოთ იმ პროექტზე მუშაობა, რაც წარმატებას, მატერიალურ კეთილდღეობას, მოგიტანთ.

თხის რქა: კარგი დღეა უცხოელებთან ერთად ახალ პროექტებზე მუშაობა; უცხო ენის შესასწავლად. მოაგვარეთ საზღვარგარეთ გასამგზავრებელი საბუთები. კარგი დღეა მეუღლის ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

მერწყული: საქმიან პარტნიორებთან მეგობრული შეხვედრები და საუბრები უფრო კარგ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე ოფიციალური. გააცანით მათ თქვენი იდეები. კარგი დღეა კონსულტაციების გასამართავად და ინფორმაციული მხარდაჭერისთვის.

თევზები: დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კარიერული წინსვლისთვის შეიძლება ახალი პროგრამის ან უცხო ენის ათვისება დაგჭირდეთ. გამონახეთ დრო ბავშვის ექიმთან, პედაგოგთან დასალაპარაკებლად.