5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა მივლინების, სწავლისა და შვებულებისთვის მომზადებისთვის. ფინანსურ დოკუმენტებსაც და ლიტერატურულ ტექსტებსაც იდეალურად გაართმევთ თავს. დაეხმარეთ შვილებს სწავლაში.

ტყუპი

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სამი საკითხი: სამსახურის საქმეები, საოჯახო ვალდებულებები და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. არ გაგიკვირდეთ, თუ ახლობლები თქვენს საქმეები რჩევებით ჩაერევიან. ეცადეთ, არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო.

კირჩხიბი

სწავლის, ნაცნობობის, მიმოწერისა და გადაადგილების დღეა. დღეს მნიშვნელოვან ნივთებს შეიძენთ (მაგალითად, კულინარის, სამკურნალო რეცეპტების წიგნი, ენციკლოპედია). კარგ დღეა დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ლომი

ინფორმაციის მიღების, საყიდლების, საქმიანი შეხვედრების დღეა. იყავით დაკვირვებული. გათავისუფლდით ძველი, ვადაგასული საგნებისგან, რომ ისინი ახლებით შეავსოთ.

ქალწული

დღეს საშუალება მოგეცემათ გამოვლინოთ თქვენი ერუდიცია, მჭერმეტყველება. იყავით მეტად კომუნიკაბელური. შეიძლება კონსულტანტის, კომენტატორის ან შუამავლის როლი მოირგოთ. საღამო კითხვას, სამეცნიერო სამუშაოს, საინტერესო ფილმების ყურებას დაუთმეთ.

სასწორი

საიდუმლო მიმოწერისა და მოლაპარაკების დღეა. სხვათა ფარული ცხოვრებისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

მორიელი

კარგი დღეა ინტენსიური საქმიანი მიმოწერისა და თათბირისთვის. აგრეთვე, საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. მეტი დრო დაუთმეთ ჩაფიქრებული საქმის დეტალების გაანალიზებას.

მშვილდოსანი

ნუ გადადებთ მომავლისთვის უფროსთან შეხვედრას, დამკვეთთან დეტალების გარკვევას. ჩამოწერეთ მომავლის გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სწავლა, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

თხის რქა

წარმატებული დღე ელით პედაგოგ, შუამავალ და მეცნიერ ნიშნებს. კარგ დღეა მოგზაურობისა და სწავლისთვის. შეიძლება არქივთან წვდომის ნებართვა მოიპოვოთ. გაგიტაცებთ სამეცნიერო-ფანტასტიკისა და სამედიცინო სფეროები.

მერწყული

მუშაობისას მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს. შეიძლება უცხოელ კოლეგებთან მიმოწერით მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღოთ. უსაფრთხოდ ჩაატარეთ ექსპერიმენტები.

თევზები

სხვებს უსიტყვოდ ნუ დაეთანხმებით. თავად გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები. ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეთ და დიპლომატიურად დაიცავით საკუთარი პოზიცია.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით