ავტორი:

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6 შაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:24-ზე, მთვარე 20:34-დან იქნება მშვილდოსანში

თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება, მაგრამ მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.

ვერძი: გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. მოგინდებათ ახლის შეცნობა, გამოცდა. ამასთან, დააფასეთ ის, რაც გაქვთ, რაც თქვენია. საღამოს ოჯახის წევრებს, ნათესავებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ.

კურო: ახალი იდეები მათთან ერთად განიხილეთ, ვინც ნამდვილად გაფასებთ. მიიღეთ კრიტიკა მშვიდად, ის თქვენ შეცდომების გამოსწორებაში და გამარჯვების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპი: ნუ აჰყვებით სხვებს, გქონდეთ თქვენი მოსაზრება, განსხვავებული, მაგრამ ჩამოყალიბებული. დღეს უმჯობესია, დამოუკიდებლად იმოქმედოთ, ვიდრე სხვისი იდეები განახორციელოთ.

კირჩხიბი: დღეს მომრიგებლის როლი უნდა მოირგოთ და ორი ერთმანეთზე განაწყენებული მხარე უნდა შეარიგოთ. გაუზიარეთ გამოცდილება მათ, ვისაც საქმე ჩინური ჰგონია, თქვენთვის კი მარტივია.

ლომი: დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები, გარშემო მყოფებს უნდა უხელმძღვანელოთ. ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ამასთან, შენიშვნები მშვიდად მიიღეთ.

ქალწული: თქვენი დახმარება, თბილი სიტყვა ახლობლებს სჭირდებათ. იყავით მზრუნველი მათ მიმართ. თავად ისეთი საქმეები შეასრულეთ, რაც პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

სასწორი: იყავით დიპლომატიური, მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას. დღეს უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. იყავით დაკვირვებული, რომ არაფერი გამოგრჩეთ.

მორიელი: ახალი საქმეები მეტ დაკვირვებას მოითხოვს. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მეტი წარმატების მიღწევა მოგინდებათ. ამასთან, დაფიქრდით, რა არის ცხოვრებაში ნამდვილად ღირებული. ნუ მოაკლებთ მზრუნველობს თქვენს საყვარელ ადამიანებს.

მშვილდოსანი: ლოგიკასა და გრძნობებს შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ. მეტი დრო გაატარეთ თქვენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მოიწყვეთ მხიარული და საინტერესო შაბათი.

თხის რქა: დილით კარგია საქმეების მოგვარება, ინტელექტუალური საქმიანობა. ოჯახის წევრების მიმართ იყავით მოსიყვარულე და ღიმილიანი. საღამო დაუთმეთ მეგობრებთან შეხვედრას, სასიამოვნო თემებზე საუბარს.

მერწყული: დაკვირვება გმართებთ ციფრებთან მუშაობისას. ნუ აჩქარდებით, უმჯობესია, ცოტა დააგვიანოთ და კარგად შეასრულოთ ყველაფერი, ვიდრე შეცდომა დაუშვათ. დიპლომატიურად გამოთქვით თქვენი მოსაზრება, ნურავის ატკენთ გულს.

თევზები: სასიამოვნო შთაბეჭდილებების დღე გელოდებათ. საინტერესო ადგილებში გელით მოგზაურობა და საინტერესო ადამიანების გაცნობა. დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები და ყურადღებით მოისმინეთ პასუხები.