6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:06-ზე, მთვარე ვერძშია

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა; მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას. კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.

ვერძი

კვირის ბოლო დღე არ არის ხელსაყრელი აქტიურობისთვის. კვირას არაფერი დაგეგმოთ, დაზოგეთ ძალა - მალე დაგჭირდებათ. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც დიდ ენერგიას არ მოითხოვს, მაგრამ ნამდვილ სიამოვნებას მოგიტანთ.

კურო

კვირა პერსპექტიულ ნაცნობობას მოგიტანთ - შეხვდებით ძალიან საინტერესო ადამიანს, იპოვით თანამოაზრეს. საღამო დასვენებას უნდა დაეთმოთ, მომდევნო კვირა თქვენგან გაზრდილ აქტივობას მოითხოვს.

ტყუპი

დღე ხელსაყრელია მეგობრული, ოჯახური შეხვედრებისთვის, გასართობ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. მარტივი კომუნიკაცია და საზოგადოებაში ყოფნა გაგამხნევებთ და ყოველდღიური საზრუნავებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

გაფრთხილდით, რომ არავინ ჩაგითრით რაიმე სახის კონფლიქტში და თუ რომელიმე მოკამათეს დაუჭერთ მხარს, მეორეს დიდად გაანაწყენებთ. შეეცადეთ იყოთ ნეიტრალური.

ლომი

თუ კვირას არ გაქვთ კომუნიკაციის განწყობა, დაისვენეთ. ზოგჯერ სიჩუმე, მარტოობა და სრული სიმშვიდე საუკეთესო წამალი და სასიცოცხლო ენერგიის წყაროა. ამ დღეს არ არის საჭირო აჩქარება, კარგია დასვენება და ძალების აღდგენა.

ქალწული

დღეს კარგია გარემოს შეცვლა და განტვირთვა. ნუ იტყვით უარს მოგზაურობებზე, მოწვევაზე და სოციალურ ღონისძიებებზე. მიიღებთ უამრავ დადებით ემოციას და პოზიტიური დამუხტვა დიდხანს გაგრძელდება!

სასწორი

დაუთმეთ დღევანდელი დღე თვითგანვითარებას. ეს არა მხოლოდ შემატებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას გარკვეულ მრავალფეროვნებას, არამედ მოგცემთ ცოდნას და ძალას ახალი, თავბრუდამხვევი მიღწევებისთვის!

მორიელი

შესანიშნავი დრო შოპინგისთვის, სამოგზაურო პაკეტების შესაძენად, შვებულების დაგეგმვისთვის. დღეს მომგებიანი შეთავაზებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ახალ იდეებსა და გრძელვადიან გეგმებზე ფიქრისთვის. ნუ იჩქარებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას, ახლა თქვენი ამოცანაა დაადგინოთ ყველაზე პრიორიტეტული მიზნები და შეაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

თხის რქა

ფრთხილად იყავით საუბრისას ადამიანებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს ბიზნესრეპუტაციაზე. თუ საკუთარ თავს უფლებას აძლევთ, თქვათ ძალიან ბევრი, გასცეთ კომერციული საიდუმლოება, ისაუბროთ უხერხულად თქვენს უფროსზე, კოლეგებზე ან პარტნიორებზე, დაელოდეთ უსიამოვნებებს.

მერწყული

დასვენება, გართობა, უდარდელი კომუნიკაცია - ეს არის დღევანდელი დღის ბედნიერების რეცეპტი. თქვენ უნდა გაექცეთ მწვავე პრობლემებს და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებიდან.

თევზები

დროა იფიქროთ გარდაქმნებზე, ცვლილებებზე. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. ნუ შეგეშინდებათ ოცნება, არ შეზღუდოთ თქვენი ფანტაზია - ყველაფერი შესაძლებელია, თუ ნამდვილად მოინდომებთ.