6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

საოჯახო საქმეების გამო პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცლით, რითაც საყვარელ ადამიანში უსიამოვნებას გამოიწვევს. ეცადეთ, დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ შინაურ ცხოველთან კონტაქტი.

ტყუპი

მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. დაეხმარეთ მათ სწავლაში, თვალსაწიერის გაფართოებაში. საყვარელ ადამიანის პრეტენზიებს მოთმინებით შეხვდით.

კირჩხიბი

ოჯახური საქმეების შესრულების დღეა. მოერიდეთ ნათესავებთან საკამათო თემებთან შეხებას. არავის მოახვიოთ საკუთარი შეხედულება. სასურველია, ოჯახთან ერთად ბუნებაში გაისეირნოთ.

ლომი

მიმოსვლების, მიმოწერის დღეა. განსაკუთრებით, შორს მყოფ ნათესავებთან. მგზავრობისას საინტერესო ადამიანებს გაცნობთ და თქვენთვის საჭირო ინფორმაციებსაც მიიღებთ.

ქალწული

საოჯახო ნივთების ყიდვის დღეა. მოაგვარეთ სატრანსპორტო საკითხები. გადაიხადეთ გადასახდები. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას.

სასწორი

არ იზარმაცოთ, წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ნურც ემოციურ და ფიზიკურ დაღლილობამდე მიხვალთ. მოერიდეთ ნერვიულობა, ემოციურ დაძაბულობას.

მორიელი

დღეს თქვენი მთავარი მტერი აჩქარებაა. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. კარგია მგზავრობა ახლო მანძილზე. არ დაიწყოთ რთული საქმეები და არ გაემგზავოთ მოგზაურობაში.

მშვილდოსანი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. იყავით დიპლომატიური რთული საკითხების მოგვარებისას. ეცადეთ, არ გაანაწყენოთ მეგობრები.

თხის რქა

მოერიდეთ რთულ და ტრავმულ საქმეებს. არ გაართულოთ დამოკიდებულება მეუღლესთან, ნათესავებთან. მშვიდობიანად მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები.

მერწყული

საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.

თევზები

მოერიდეთ აზარტულ თამაშებსა და თავგადასავლებს. ნუ გაფლანგავთ ფულს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. დაიცავით უსაფრთხების წესები. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია სპორტთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით