კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია
რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
ვერძი
დღეს ყველაზე დამანგრეველი გრძნობაა თვითშეცოდება.ეს არასდროს არ უნდა დაუშვათ, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ცხოვრებისეულ სიტუაციაზე და, შედეგად, გამოიწვიოს ხანგრძლივი დეპრესია.
კურო
დღეს თავად მიხვდებით, რომ სიტყვები ვერცხლია და დუმილი - ოქრო: დაუდევრად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.
ტყუპი
არ უნდა ენდოთ უცნობ ადამიანებს, რომლებიც ფინანსურ დახმარებას გთხოვენ: დღეს თაღლითები აქტიურდებიან და შეიძლება იოლად გახდეთ მათი მსხვერპლი.
კირჩხიბი
დღევანდელი დღის ენერგია ზომიერად უნდა დაიხარჯოს - მხოლოდ მნიშვნელოვან საოჯახო საქმეებზე ან მსუბუქ სპორტზე. კარგია კომუნიკაცია სასიამოვო ადამიანებთან, მხიარული წვეულების მოწყობა.
ლომი
ნუ მოგერიდებათ თანაგრძნობის გამოხატვა. გარშემო მყოფები მას სისუსტედ არ ჩაგითვლიან, პირიქით, უფრო მეტად პატივს გცემენ ამ თვისებების გამო, თუმცა ნანობენ, რომ მას ხშირად არ ავლენთ.
ქალწული
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს უმჯობესია, საყვარელ ადამიანებთან დისტანციური კომუნიკაცია. ამგვარად შეძლებთ მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, უმნიშვნელო წვრილმანებზე ჩხუბის გარეშე.
სასწორი
როგორც იცით, იშვიათად ღიზიანდებით, მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევა დაუვიწყარი ხდება თქვენი გარშემო მყოფებისთვის: თუ დღეს თავს არ შეიკავებთ, სერიოზულ მტრებს შეიძენთ.
მორიელი
შეგიძლიათ მეგობრებისა და ნაცნობებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდეთ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ხალხი თქვენთან რჩევისთვის მოვა. ეცადეთ, არავის უთხრათ უარი.
მშვილდოსანი
შესაძლოა, საყვარელი ადამიანები დღეს ძალიან მკაცრად მოგექცნენ. ეცადეთ, გაიგოთ მათი სიტუაცია: სავარაუდოდ, რაღაც სერიოზულად აწუხებთ, რის გამოც ყველაფერზე ასე არაადეკვატურად რეაგირებენ.
თხის რქა
საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის არჩევისას ნუ დაეყრდნობით სხვა ადამიანების რჩევებს - გაიხსენეთ მისი ჰობი და გემოვნება. ამგვარად შეძლებთ აირჩიოთ რაიმე უნიკალური, რაც საშუალებას მოგცემთ, ასი პროცენტით ასიამოვნოთ მას.
მერწყული
ბოლო დროს იმდენი და იმდენად ეფექტურად იმუშავეთ, რომ უდავოდ დასვენებას იმსახურებთ - დღეს შეგიძლიათ არა მხოლოდ დაისვენოთ, არამედ სამოგზაუროდაც წახვიდეთ.
თევზები
არ უნდა ეცადოთ ყველგან იყოთ, სწორი ტაქტიკა იქნება აირჩიოთ ერთი - პრიორიტეტული - მიმართულება და იმოძრაოთ ამ მიმართულებით, სხვა საკითხები ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ - ყველაფერი მოიცდის.