6 ივლისი ოთხშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:53-ზე, მთვარე 02:24-ზე სასწორს ესტუმრება
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად, მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
ვერძი: პარტნიორებთან ერთად განიხილეთ და განახორციელეთ ახალი პროექტები და ნაკლებად გაიხსენეთ წარსული წარუმატებლობები. მოლაპარაკების დრო იყავით მომართული დიპლომატიურობაზე.
კურო: დაკვირვებულად გააფორმეთ საქმიანი ხელშეკრულება. იყავით მიზანმიმართული და გააზრებული. დაიწყეთ იმ საქმეების შესრულება, რაც მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.
ტყუპი: ორიგინალური პროექტების დაწყების, საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღე გელოდებათ. კარგი იქნება, თუ აითვისებთ ახალ კომპიუტერულ პროგრამას, რაც მომავალში საქმეების წარმოებისთვის დაგეხმარებათ.
კირჩხიბი: შეიძლება მიიღოთ ახალი საქმიანი შემოთავაზება ან საქმიანობის გაგრძელება საზღვარგარეთ გადაწყვიტოთ. იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი. იქონიეთ კავშირი ოჯახის წევრებთან.
ლომი: გააუმჯობესეთ არსებული კავშირები და შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ პარტნიორებს. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯშის, ყოველდღიურობაში დანერგავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ქალწული: მეტი დრო დაუთმეთ საბინაო, სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას. იყავით მზად სიახლეებისთვის, მაგრამ ნურც ძველ წესებს დაივიწყებთ. მუშაობის პარალელურად იქონიეთ კავშირი საყვარელ ადამიანთან.
სასწორი: საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. ჩაერთეთ ახალ პროექტებში, საინტერესო საქმეებში. მოიმატებს თქვენი შარმი და მიმზიდველობა გარშემო მყოფების თვალში.
მორიელი: დაუთმეთ მეტი დრო იურიდიული საკითხების შესწავლას. კარგი დღეა უცხოელ პარტნიორებთან საქმეების დაწყებისთვის. საღამოს გელოდებათ რომანტიკული შეხვედრა.
მშვილდოსანი: პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანი ზედმეტი ორიგინალურობისგან დაგიცავთ. იყავით გააზრებული, მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას.
თხის რქა: მოგინდებათ პირადი სივრცის, გარემოს მოლამაზება. კოლეგებთან ჩამოგიყალიბდებათ ჰარმონიული დამოკიდებულება. იყავით მომართული საქმეების სამართლიანად წარმართვაზე.
მერწყული: არაფერი შეგიშლით ხელს საქმეების იდეალურად მოგვარებაში. უფრო მეტიც, დღეს შეიძლება ახალ პროექტებშიც ჩაერთოთ. ვალდებულებების გამო ნუ დაივიწყებთ ახლობლებს.
თევზები: რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეთ, დაიცავით წესები და კანონი. ნუ დახარჯავთ დროს არაფრისმომცემ საუბრებზე, იყავით მომართული იდეების რეალიზებაზე.