6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მეგობრული შეხვედრის დროს ეცადეთ მეტად მხიარული და გულგახსნილი იყოთ. შეიძლება ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ ან ძველებში აღმოაჩინოთ ახალი თვისებები.

ტყუპი

კარგი დღეა განათლების მისაღებად, სწავლისთვის. შეიძლება ფსიქოლოგიურმა ან ეზოთერულმა საკითხებმა გაგიტაცოთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ფინანსურ აფერას. უმჯობესია თქვენთვის ან ოჯახისთვის შეიძინოთ რაიმე სასარგებლო, ვიდრე თანხა საეჭვო საქმიანობაში დააბანდოთ.

ლომი

საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გელით. თუ ხვდებით, რომ გამოცდილი თანამოაზრეები შეიძინეთ, მათთან ერთად საქმეების წარმოება არ გაგიჭირდებათ.

ქალწული

თუ კრიტიკულ შენიშვნებსა და მოთხოვნებს დაივიწყებთ ან შეამცირებთ მაინც გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

სასწორი

თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ სიმართლეში, სხვებს ჭკუის სწავლას ნუ დაუწყებთ. ან დაგცინებენ, ან ზურგს უკან გაგჭორავენ.

მორიელი

შეიძლება მცირე, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთი შეიძინოთ. სამომავლოდ იგი შეიძლება ბედნიერების მომტან თილისმად გექცეთ.

მშვილდოსანი

ნუ დარჩებით სახლში, შეხვდით მეგობრებს, გამხიარულდით ან მარტომ გაისეირნეთ, მოინახულეთ თქვენი საყვარელი ადგილები.

თხის რქა

დილით მიღებულმა ინფორმაციამ შეიძლება მთელი დღის გეგმები თავდაყირა დაგიყენოთ. თუ სიახლესთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ, დახმარება ახლობლებს სთხოვეთ.

მერწყული

კარგი დღეა კულტურული ღონისძიებებისთვის. იმ მეგობართან ერთად, ვინც თქვენს მოსაზრებებს იზიარებს, გამოფენებსა და კინო-თეატრებს ეწვიეთ.

თევზები

შეიძლება მოულოდნელად დიდი თანხის მფლობელი გახდეთ. ეცადეთ, ფული დღესვე არ დახარჯოთ, სასარგებლო საქმეებს მოახმაროთ და დასვენებისთვის შეინახოთ ნაწილი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით