სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ვერძი
განწყობის ცვალებადობამ შეიძლება სერიოზულად გაართულოს ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. შეიკავეთ ნებისმიერი ემოცია, თუნდაც უარყოფითი და კონფლიქტების ალბათობა ნულამდე შემცირდება.
კურო
ნებისმიერ რამეზე უნდა ისაუბრო უკიდურესი სიფრთხილით: დიდია რისკი, რომ ერთი უყურადღებოდ ნათქვამი სიტყვით შეურაცხყოფა მიაყენოთ ახლობელ ადამიანს და ის ამას არ გაპატიებთ.
ტყუპი
თუ დღისთვის შედგენილი გეგმის განხორციელება გსურთ, მნიშვნელოვანია გარშემო მყოფებთან კომუნიკაციის შემცირება. განსაკუთრებით ცარიელი და უაზრო საუბრები წაგართმევთ სამუშაოსთვის საჭირო ენერგიას.
კირჩხიბი
არასრულფასოვნების კომპლექსმა რომ არ შეგაწუხოთ, დილიდან იმუშავეთ თქვენი თვითშეფასების ამაღლებაზე. გარშემო მყოფებს დაანახვეთ, რომ შეუცვლელი ხართ.
ლომი
დღეს განხორციელებულმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი - და არა ხელსაყრელი - შედეგები, ამიტომ აუცილებელია თითოეული ნაბიჯის გულდასმით დაგეგმვა, გაგება და დაფიქრება.
ქალწული
საკუთარი თავისთვის პროფესიული მიზნის განსაზღვრის შემდეგ, შეეცადეთ მიჰყვეთ მისი მიღწევის ტაქტიკასა და სტრატეგიას ნაბიჯ-ნაბიჯ. ნუ მოცდებით არაფრისმომცემ საქმეზე.
სასწორი
არ უნდა ელოდოთ, რომ დღეს დაწყებული პროფესიული პროექტები სწრაფად მოიტანს შედეგს: დღე უფრო შესაფერისია ხარვეზების გამოსასწორებლად, რის საფუძველზეც შეძლებთ მომავალში სათანადო განვითარებას.
მორიელი
ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს არის დროის ფუჭად გაფლანგვა, ამიტომ დილიდანვე უნდა ჩამოაყალიბოთ საჭირო - და მნიშვნელოვანი - გასაკეთებელი საქმეების სია.
მშვილდოსანი
არ უნდა დაიწყოთ ახალი პროექტები, ისინი მაინც ვერ იქნება წარმატებული, მაგრამ უკვე დაწყებულში შეგიძლიათ გამოასწოროთ თქვენი ან კოლეგების მიერ დაშვებული შეცდომები.
თხის რქა
დღე, როდესაც არ უნდა ეცადოთ ყველაფრის ერთდროულად მიღწევას: უნდა ჩამოაყალიბოთ პრიორიტეტები. და რაც მთავარია, გამონახეთ დრო დასვენებისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.
მერწყული
შეუზღუდავი პროფესიული შესაძლებლობების დღეა, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ; სამწუხაროა, რომ დაკარგოთ ხელსაყრელი ცვლილებების შანსი.
თევზები
ჯობია უარი თქვათ ნებისმიერ სამუშაოზე: საუკეთესო შემთხვევაში წარუმატებელი იქნება, უარეს შემთხვევაში საპირისპირო შედეგებამდე მიგვიყვანს, ამიტომ სჯობს დასვენებას დაუთმოთ დღე.