6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ეცადეთ, საქმეები გარშემო მყოფებს გადააბაროთ და დრო მაქსიმალურად გამოითავისუფლოდ, რადგან დილიდანვე შემოქმედებით განწყობაზე იქნებით. უამრავი იდეა დაგებადებათ და რამდენიმეს განხორციელებასაც შეძლებთ.

ტყუპი

დღე განსაკუთრებული სიახლეებისა და ცვლილებების გარეშე ჩაივლის. ეცადეთ, ღრუბლებში ფრენას მოეშვათ და ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ. რაც მთავარია, დრო და ძალა მუშაობისთვის საკმაო გაქვთ.

კირჩხიბი

სოლიდურ გასამრჯელოს მიიღებთ, თუ დაწყებულ საქმეს, პროექტს დაასრულებთ. მთავარია, სხვის იმედად არ იყოთ და საქმეები თავად, სხვების დაუხმარებლად მოაგვაროთ.

ლომი

მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დაგიდგათ. კარგი დღეა სერიოზული საუბრებისა და ურთიერთობების გასარკვევად.

ქალწული

შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება მოგიწევთ. თუ ამას თავად არ გააკეთებთ, სხვამ შეიძლება სრულყოფილად არ გააკეთოს და მომავალში წამოგაძახოთ კიდეც. ამიტომ, მოიკრიბეთ ნებისყოფა და იმოქმედეთ.

სასწორი

აკონტროლეთ სიტუაცია. არაკეთილისმსურველმა შეიძლება საქმეები აგირიოთ, ამიტომ, მზად იყავით კონკურენტებისა და მოწინააღმდეგეების ჩამოსაცილებლად.

მორიელი

ნუ გადაუხვევთ არჩეული მიზნისა და საქმისგან. მიზანსწრაფულობითა და ნებისყოფით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას მოახერხებთ.

მშვილდოსანი

დღეს მაქსიმალური მოთმინება და დიპლომატია უნდა გამოავლინოთ. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება. სამაგიეროდ, არ გაგიფუჭდებათ ურთიერთობა პარტნიორებთან და ფინანსური საკითხების მოგვარებასაც შეძლებთ.

თხის რქა

ცვლილებების დღე გელით. ნუ ეცდებით წარსულის დაბრუნებას, შეხედეთ მომავალს იმედის თვალით. მომავალში იმაზე მეტი წარმატება გელით, ვიდრე წარსულში გქონდათ.

მერწყული

თუ ლიდერის თვისებებს გამოავლეთ და სიტუაციის დარეგულირებას შეეცდებით, მაქსიმალურად დიპლომატიურად უნდა იმოქმედოთ, რადგან გარშემო მყოფები არ გაანწყენოთ.

თევზები

თუ დღეს სტაბილური მდგომარეობა გაქვთ, მაინც გმართებთ სიფხიზლე და მეტი ყურადღების გამოჩენა ფინანსური საკითხების მოგვარებისას. აკონტროლეთ ხარჯი. ნუ გაფლანგავთ ფულს ტყუილა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით