კურო
წინააღმდეგობების მიუხედავად საკუთარ საქმეებს მაინც წარმატებით მოაგვარებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის; აგრეთვე, პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად.
ტყუპი
სანამ წუწუნს დაიწყებდეთ, დატკბით იმით, რაც გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმასაც დაკარგავთ, რაც გაგაჩნიათ. მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის რჩევების მიცემას.
კირჩხიბი
იმოქმედეთ საჭიროებისამებრ და ნუ გგონიათ, რომ ვინმეს რამე უნდა აუხსნათ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ლომი
როგორც საკუთარი თავის მიმართ ხართ მომთხოვნი და პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებით ყოველივეს, ასევე უნდა იყოთ გარშემო მყოფების მიმართაც.
ქალწული
დღეს თქვენი უმნიშვნელო ქცევაც კი გარშემო მყოფების განსჯის საკითხად იქცევა. ამიტომ, მაქსიმალურად მშვიდად და წყნარად გაატარეთ ეს დღე. იმუშავეთ წარმატების მისაღწევად.
სასწორი
გადაღლილი ხართ და ეს თქვენს საქმეებსაც ეტყობა. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმოქმედოთ და საღამოს მეგობრებთან შეკრებას შინ დროზე მისვლა და დაძინება ამჯობინეთ.
მორიელი
გარშემო მყოფებმაც იციან, რომ თქვენ გარეშე ვერც ერთი საქმე ვერ მოგვარდება. მაგრამ მიეცით ადამიანებს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება.
მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და უფრო მეტიც. შეიძლება ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ, ან სრულიად მოულოდნელად ფინანსური დახმარება მიიღოთ.
თხის რქა
დღეს საკუთარ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გარშემო მყოფების საიდუმლოებებს გასცემთ. შეიძლება სიტყვით არაფერი თქვათ, მაგრამ ქცევები "გაგყიდით".
მერწყული
დაიმახსოვრეთ, რომ ყველა საქმეს ერთ დღეში ვერ დაასრულებთ. ამიტომ, ყველაფერს ერთდროულად ნუ დაიწყებთ. კარგი დღეა კოლეგებთან ერთად მიმდინარე საკითხების განსახილველად.
თევზები
მართალია, მუდამ ცდილობთ არავის აწყენინოთ, მაგრამ საკუთარი საქმეების გაფუჭებას, უმჯობესია, ზოგიერთ ადამიანს შენიშვნა მისცეთ. თუმცა, დელიკატურად და სხვებისგან ფარულად.
6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი