კურო
მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. იყავით დაკვირვებული და გააზრებულად იმოქმედეთ. მეტი ყურადღება გმართებთ კვებისა და ფინანსური საკითხების მიმართ.
ტყუპი
თუ საქმეები საშუალებას გაძლევთ, დაისვენეთ, ბუნებაში გაისეირნეთ. იფიქრეთ მომავალზე, წარსულიდან მხოლოდ დასკვნები გამოიტანეთ და შეცდომები გამოასწორეთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და ხალხმრავლობას. მეტად დაისვენეთ. გამონახეთ დრო კითხვისთვის. საინტერესო ადამიანთან საუბარი და სუფთა ჰაერზე გასეირნება განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ლომი
მეგობრული შეხვედრების დღეა. ნუ გასცემთ დაპირებებს და ნუ ააგებთ უტოპიურ გეგმებს. მეტად დაისვენეთ. შეეხმიანეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს.
ქალწული
სექტემბერში დაბადებულები მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ნუ მოიშლით ნერვებს წვრილმანებზე. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.
სასწორი
საქმის კურსშიც იქნებით და დასვენებასაც შეძლებთ. დღეს ნებისმიერი კარი თქვენთვის ღიაა. იყავით დაკვირვებული და მიზანმიმართული. ავანტიურა მიმზიდველია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
მორიელი
მხიარული განწყობა თავად უნდა შეიქმნათ. საქმეებისა და ვალდებულებებისგან არავინ გაგათავისუფლებთ. მოერიდეთ გულახდილ საუბრებს ახლობლებთან.
მშვილდოსანი
ძველ ინტერესს მიუბრუნდებით და განაახლებთ. მოერიდეთ დისკუსიებს, სხვებისთვის მიუღებელი აზრის გამოთქმას. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები.
თხის რქა
საოჯახო საქმეები მოწყენილობის მეტს არაფერს იწვევს თქვენში. მეტად დაისვენეთ და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. საღამო საინტერესო თემაზე საუბარს, კითხვას დაუთმეთ.
მერწყული
მშვიდი, გაწონასწორებული დღე გელით. ნუ ეძებთ ახალ თავგადასავლებს, დატკბით იმით, რაც გაქვთ და მეტი დრო დაუთმეთ დაგროვილი საქმეების მოგვარებას.
თევზები
გამონახეთ დრო და გაეცანით საოჯახო არქივს, გადაათვალიერეთ ფოტოები. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავებთან ურთიერთობას. შეეხმიანეთ მათ, თუ ისინი შორს ცხოვრობებ. საღამო შინ გაატარეთ.