6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საქმეების მიუხედავად, ფიქრები დასვენებასა და პაემანზე ოცნებებში გაგირბით. საღამოს წვეულება და მხიარულება გელით

ტყუპი

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დღეს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და უქმეებს სურვილისამებრ გაატარებთ. ივნისში დაბადებულები ზედმეტად გაღიზიანებულები იქნებით. ეცადეთ, მცირე უსიამოვნებებს დიდი ყურადღება არ მიაქციოთ.

კირჩხიბი

ზედმეტად ემოციური ხართ, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გიშლით ხელს. ცოტა ხნით გამოეთიშეთ ვირტუალურ სამყაროს და რეალურ ადამიანებს შეხვდით, გაესაუბრეთ.

ლომი

მცირე უსიამოვნებებმა არ შეგაფერხოთ. გახსოვდეთ, რომ არსებობს საქმის მოგვარების სხვა გზებიც და დღეს ამ საშუალებების მოძიებით იქნებით დაკავებული.

ქალწული

კარგი დღეა დოკუმენტებთან და ტექსტებთან სამუშაოდ. შეიძლება, ზოგიერთმა ქალწულმა ლიტერატურაში მოსინჯოს ძალები. აკონტროლეთ ემოციები.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ რჩევებს. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. სოციალურ ქსელებში ნეიტრალური ნიკით იკონტაქტეთ.

მორიელი

დღეს კოლეგები ორიგინალურ იდეებსა და საქმის მოგვარების არასტანდარტულ იდეებს შემოგთავაზებენ. დღის განმავლობაში უამრავი შეხვედრა, მათ შორის ნათესავებთან, გელით. მოსალოდნელია სასიამოვნო მიმოწერა მეგობართან.

მშვილდოსანი

მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა ნათესავებთან, უფროსთან ან მეგობრებთან გიწევთ საუბარი, კონკრეტულ საგანზე მსჯელობა. საკუთარ აზრს ძალით ნუ მოახვევთ გარშემო მყოფებს.

თხის რქა

კარგი დღეა სარეკლამო კომპანიისთვის; თქვენი ან ახლობლის საქმიანობის გარშემო მყოფთათვის გასაცნობად.

მერწყული

საქმების გამო დაძაბული ხართ, დაძაბულობის გამო კი საქმეებს ვერ უდებთ გულს. ეცადეთ, ცოტა ხნით დაისვენოთ, გამხიარულდეთ და ენერგიამომატებულმა და დასვენებულმა გააგრძელოთ საქმიანობა.

თევზები

დღეს ყველას თქვენთვის მოუნდება გულის გადაშლა. ეცადეთ, კარგი რჩევები არავისთვის დაინანოთ. დაქორწინებულებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ პარტნიორს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით