სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 07:31-ზე, მთვარე 16:02-მდე მშვილდოსანშია. შემდეგ გადავა თხის რქაში
საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან.
ვერძი
ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი იმუშავეთ ასე დაზოგავთ დროს და თავიდან აიცილებთ უსიამოვნო კომუნიკაციას. პერიოდულად შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო. დღე შესაფერისია ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად, სპორტისთვის, ახალი დიეტის არჩევისთვის.
კურო
პრობლემები დილიდან შეიძლება დაიწყოს, ამიტომ მოემზადეთ რთული და გრძელი დღისთვის. შესაძლოა ენერგიის დონემ საგრძნობლად დაიკლოს და თქვენ მოგიწევთ ძალისხმევა დაწყებული მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად. თუმცა, საღამოს სიტუაცია გამოსწორდება და შეგიძლიათ წვეულებაც კი მოაწყოთ.
ტყუპი
დღე მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთულია. უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ თქვენი გონიერება დაგეხმარებათ ყველა სირთულის წარმატებით გადალახვაში. ინტუიცია სწორ რჩევას იძლევა, გადაწყვეტილების მიღებისას მოუსმინეთ მას.
კირჩხიბი
წინააღმდეგობის გაწევის სურვილი დღეს ძლიერია. გსურთ ნებისმიერ საკითხზე კამათი და, რა თქმა უნდა, თქვენი სიმართლის დაცვა. ამან შეიძლება დააზიანოს ურთიერთობები ან შექმნას პრობლემები სამსახურში. დღე შესაფერისია შეცდომებზე მუშაობისთვის და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.
ლომი
დღეს თქვენთვის უფრო ეფექტური იქნება დამოუკიდებლად ან დისტანციურად სამუშაო. შეზღუდეთ კონტაქტები და ნუ დაკარგავთ დროს ჩათში. შესაძლებელია ფინანსური სირთულეები, ამიტომ უმჯობესია ჩართოთ დაზოგვის რეჟიმი. არ მოუსმინოთ სხვის რჩევებს.
ქალწული
პროექტი, რომელზეც ბოლო დროს მუშაობდით, თითქმის დასრულებულია. სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, დაყავით თქვენი გეგმა მცირე კომპონენტებად, ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედეთ და ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. გამოთვალეთ ყველა რისკი და შეცდომებს აიცილებთ თავიდან.
სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ იყოთ მეტად მიზანმიმართული და აქტიური. კარი, რომელიც ადრე იყო დაკეტილი, გაიხსნება თქვენ წინაშე. თუმცა, 6 თებერვალს მოერიდეთ აჩქარებას, რათა არ მოგიწიოთ ყველა სამუშაოს გადაკეთებამ. მოერიდეთ უფროსებს, შეეცადეთ არ დაიწყოთ კონფლიქტი და არ გააფუჭოთ მათთან თქვენი ურთიერთობა.
მორიელი
შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. შეეცადეთ გამოასწოროთ მდგომარეობა. გამოიჩინეთ სიმშვიდე და მზრუნველობა. სამსახურში ნუ მოგერიდებათ დახმარებისთვის მიმართოთ კოლეგებს ან პარტნიორებს. ამ გზით შეძლებთ უფრო სწრაფად და წარმატებით მიაღწიოთ სასურველს.
მშვილდოსანი
ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, გახდებიან თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები. ამიტომ, მეტი კომუნიკაცია გმართებთ. გამოიჩინეთ ინიციატივა საყვარელ ადამიანთან, გაუკეთეთ სიურპრიზი ან მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი.
თხის რქა
შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება, იყავით უფრო მეგობრული და კომუნიკაბელური. თუ რაიმეს შეცვლა გინდოდათ 6 თებერვალი ამისთვის კარგი დღეა. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
მერწყული
დილით ჯობია ყოველდღიურ საკითხებზე იზრუნოთ, საოჯახო საქმეები გააკეთოთ. შემდეგ მოგიწევთ კომპლექსური სამუშაო საკითხების და პრობლემების მოგვარება პარტნიორებთან. შეეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურად მომგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოგიტანთ.
თევზები
ფრთხილად იყავით მუშაობისას, უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის შანსი დიდია. შეიძლება შეხვდეთ წარსულს და გირჩევთ არ გაიმეოროთ შეცდომები. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები, ნუ ახდენთ ზეწოლას საყვარელ ადამიანებზე.