6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს საქმეებში იმის შედეგს მიიღებთ, თუ როგორ მუშაობდით წარსულში. ურთიერთობაში იყავით ინიციატივიანი, მაგრამ საკუთარ აზრს ზედმეტად ნურავის მოახვევთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. დაეხმარეთ მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ტყუპი

მოერიდეთ შეცდომებს, – ყველა შესრულებული საქმე გადაამოწმეთ. ფრთხილად იყავით, ტყუილისა და ინტრიგებში არ გაეხვიოთ. მოერიდეთ კონფლიქტს პარტნიორთან, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხზე. ცხოვრება იცვლება და თქვენც რაღაც უნდა შეცვალოთ.

კირჩხიბი

ძალიან ბევრ საქმეს ნუ დაგეგმავთ. აგრეთვე, მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას; კამათსა და დისკუსიებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის; განსაკუთრებით საჩუქრების. გაიუმჯობესეთ გარეგნობა.

ლომი

მოთოკეთ ემოციები. ყველაფერი გამოსწორებადია, მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ სტრესსა და ექსტრიმს. მაგრამ ფიზიკურ აქტივობაზე უარს ნუ იტყვით.

ქალწული

საკუთარი იდეები მათ გააცანით, ვისი დახმარებითაც მათ განახორციელებთ და წარმატებას მიაღწევთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისთვის.

სასწორი

საინტერესო ამბები, შემოსავლის გაზრდა და ურთიერთსიმპათია გელით. ამ დღეს ზედმეტი გარჯის გარეშეც გაგიმართლებთ. კარგი დღეა დასვენებისა და საყიდლებისთვის, მეგობრებთან შესახვედრად.

მორიელი

თქვენი დღევანდელი წარმატება განვლილ დღეებზე, შესრულებულ სამუშაოზეა დამოკიდებული. ერთგვარი სიუჟეტი – "რაც დათესე, იმას მოიმკი" განვითარდება. გადახედეთ საქმეებს, ნაცნობების წრეს, გათავისუფლდით ნეგატივისგან; შეინარჩუნეთ დადებითი.

მშვილდოსანი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები; გაისტუმრეთ ვალები. მოაგვარეთ პირადი საკითხები. გამონახეთ დრო გარეგნობის შესაცვლელად, გარდერობის გასაახლებლად. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს. კარგი დღეა სპორტული და ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

თხის რქა

მსუბუქი საქმეები შეასრულეთ, რადგან ხვალიდან ზღვა საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. მიხედეთ ჯანმრთელობას. გაანებივრეთ საკუთარი თავი მასაჟით, გემრიელი კერძით, ისეირნეთ.

მერწყული

ხვალიდან ახალ საქმეებში უნდა ჩაერთოთ. დღეს კი დაასრულეთ ან მოაგვარეთ უკვე დაწყებულები. მოერიდეთ ფინანსებზე წუწუნს, ვალებისა და გადასახადების გასტუმრებას. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად.

თევზები

ნუ აჰყვებით ცდუნებას და ნუ შეიძენთ უსარგებლო ნივთს, ნუ წამოიწყებთ არაფრისმომცემ საქმიანობას. გარგად გაერკვიეთ ინფორმაციებში და დასკვნები მერე გამოიტანეთ "ბუზისგან სპილოს" ნუ გადააქცევთ. საღამო მეგობრულ შეხვედრებს, კომფორტულ დასვენებას დაუთმეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით