7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დილიდან დადებითად განეწყვეთ. უყურადღებობით შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ

ტყუპი

კარგი დღეა მეგობრებთან, ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის აღსადგენად; ოცნებების ასასრულებლად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან.

კირჩხიბი

საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები დილით დანიშნეთ. დღეს ბევრ საქმეს გააკეთებთ. საინტერესო, სამსახურებრივ შემოთავაზებებს მიიღებთ. კარგი დღეა ვალის, სესხის ასაღებად; აგრეთვე, ფულის დასაბანდებლად.

ლომი

კარგი დღეა ბიზნესსაქმეებისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ნუ გასცემთ დაპირებებს. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. ნუ ენდობით ახლობლებსაც კი. ზოგიერთი დახმარებას მიიღებს საზღვარგარეთიდან. გამოისწორეთ ძილის რეჟიმი.

სასწორი

დღეს შრომა მოგიწევთ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გაბედულად იმოქმედეთ. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან. გაუფრთხილდით კუჭს.

მორიელი

მეტად გაბედულად და თავდაჯერებულად უნდა იმოქმედოთ. უფროსთან დაიცავით საკუთარი მოსაზრებები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

მშვილდოსანი

დღეს დაწყებული საქმეები წარმატებით განხორციელდება. რთული დღის შემდეგ კარგია კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე დასწრება, პაემანი ან წვეულება.

თხის რქა

შეადგინეთ შესასრულებელი საქმეების სია. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, გაუფრთხილდით საფულეს. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას.

მერწყული

დღეს უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი. იყავით ყურადღებიანი და მიზანსწრაფული. ნურაფერს მიიტნათ გულთან ახლოს. კარგი დღეა დაგროვილი საკითხების მოსაგვარებლად.

თევზები

ან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ საზღვარგარეთიდან, ან უცხოელ პარტნიორებთან ერთად ახალ საქმეს წამოიწყებთ. საღამო გაატარეთ ბავშვებთან ერთად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით