7 ივლისი ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:15-ზე, მთვარე სასწორშია
რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. დღეს იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი: საქმიანი შეხვედრების დროს იყავით დაკვირვებული; მოისმინეთ რას ამბობენ ოპონენტები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. დაგეგმეთ საზაფხულო შვებულება.
კურო: საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელოდებათ. არ დააგვიანოთ სამსახურში, საქმიან შეხვედრაზე. იყავით მომართული ახალი პროექტების განვითარებაზე, მატერიალური სარგებლის მიღებაზე.
ტყუპი: იოლად გამონახავთ გამოსავლას ყველაზე რთულ საქმეშიც კი. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ყველაზე ჯიუტ მოსაუბრესთანაც კი. გირჩევთ, არ დახარჯოთ დრო და ენერგია არაფრისმომცემ საქმეებზე.
კირჩხიბი: დაკვირვებულად იმოქმედეთ, რომ არ დაუშვათ შეცდომა. მნიშვნელოვანი საუბარის დროს აკონტროლეთ ემოციები. ხანდახან ჯობია, თავი შეიკავოთ მკვეთრი გამონათქვამებისგან.
ლომი: მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ მშობლების მიმართ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ადამიანს, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ.
ქალწული: მიმოსვლის, საქმიანი და მეგობრული შეხვდრებისა და საუბრების დღეა. დაგებადებათ ახალი იდეები და ეცადეთ ჩაიწეროთ, რომ სამომავლოდ განახორციელოთ. ჩაერთეთ ინტელექტუალურ კამათშიც.
სასწორი: დიდი ხნის ნაფიქრი პროექტების გახორციელების დრო დგება. გადაამოწმეთ ყველა დეტალი და ინფორმაცია, რათა არ დაუშვათ შეცდომა. საინტერესო და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ.
მორიელი: მოგინდებათ საკუთარი თავის, ინფორმაციის, პირადი ნივთების მეტად დაცვა. გაფრთხილდით, რომ რომანტიკული თავგადასავლების გამო არ გაგიფუჭდეთ სამსახურის საქმეები.
მშვილდოსანი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. იყავით მომართული დიპლომატიურობაზე, ნუ ეცდებით საკუთარი მოსაზრების ჯიუტად მტკიცებას. ლმობიერება გმართებთ საყვარელი ადამიანს მიმართაც.
თხის რქა: წარმატება გელით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული ბიზნესსაქმიანობასთან, სპორტთან, საინფორმაციო მომსახურებასთან. იყავით მომართული წინსვლაზე, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
მერწყული: დღეს ვალდებულებებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ და უმჯობესია, ერთგულ ადამიანებს სთხოვოთ დახმარება. დაგჭირდებათ ტექნიკური და საინფორმაცია მხარდაჭერაც.
თევზები: არ გირჩევთ დროის და ენერგიიის ფლანგვას. დაიწყეთ ახალი საქმეების შესრულება, იდეების განხორციელება. მოიძიეთ ლიტერატურა, ცნობები, რაც დაგეხმარებათ წინსვლაში, მიზნების ასრულებაში.