7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მშობლიური ადგილები მოგენატრებათ. შეიძლება ნათესავებთან შეხვედრის სურვილი გაგიმძაფრდეთ. კარგი დღეა ქორწინებასთან/განქორწინებასთან იურიდიული კონსულტაციის მისაღებად.

ტყუპი

თუ დილიდან დაგეგმავთ შესასრულებელ საქმეებს და საყიდლებს, ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. ნუ გაართულებთ ურთიერთობას მასთან, ვისაც ბედნიერი მომავლის შექმნა შეუძლია თქვენთვის.

კირჩხიბი

დღეს იგრძნობთ, რომ დაცული ხართ. შეიძლება გავლენიანი მფარველიც გამოგიჩნდეთ. ეცადეთ, ჭირვეულობითა და ემოციურობით არ გაიჩინოთ ფარული მტრები.

ლომი

გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. იზრუნეთ უსაფრთხოებაზე. თუ ოჯახიდან შორს იმყოფებით, შეეხმიანეთ ნათესავებს.

ქალწული

მოერიდეთ ჭირვეულობასა და ექსტრავაგატურობას, თუ არ გსურთ, ურთიერთობა გაიფუჭოთ გარშემო მყოფებთან. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ეცადეთ, მეგობრებად დარჩეთ.

სასწორი

მეტად მიზანმიმართული და ორგანიზებული უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ სამემკვიდრეო საკითხის მოგვარებას, საოჯახო ბიზნესის განვითარებას. ზოგ შემთხვევაში მშობლებს უნდა ენდოთ.

მორიელი

კარგი დღეა დასვენებისთვის, მოგზაურობის დასაწყებად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი უცხო ქვეყნის სამზარეულოსადმი. ზოგიერთი მოულოდნელ დახმარებას მიიღებს შორეული ნათესავებისგან.

მშვილდოსანი

იყავით გულუხვი ოჯახის წევრებისადმი და თავადაც მიიღებთ სიურპრიზებს. ეს შეიძლება იყოს მატერიალური ან მორალური მხარდაჭერა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა

ეცადეთ, არავის გაეჯიბროთ. ვიღაც აუცილებლად აღმოჩნდება თქვენზე ჭკვიანი, მობილიზებული. იყავით საკუთარ გამარჯვებაზე ორიენტირებული. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლის ნათესავებთან.

მერწყული

ნუ განმარტოვდებით, მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში მოუარეთ ყვავილებს, ბუნებაში გაასეირნეთ ბავშვები და ძაღლი. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

თევზები

კარგი დღეა ოჯახის წევრების გარემოცვაში დასასვენებლად, სამოგზაუროდ. გაემგზავრეთ ბუნებაში, გადაიღეთ ფოტოები, ვიდეო. თევზი-მშობლები ავტორიტეტები იქნებიან შვილებისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით