7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 16:45-დან

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

ვერძი

დღეს ემოციური ფონი გაძლიერებულია, ამიტომ სხვებთან უფრო მეგობრული დამოკიდებულება გჭირდება და კომუნიკაციის ყველა უხეში ზღვარის გასწორება. მოერიდეთ ყოველგვარ დაპირისპირებას: კონფლიქტები დიდ ენერგიას წაგართმევთ და განწყობას გაგიფუჭებთ. გაატარეთ საღამო ოჯახთან ერთად და დაისვენეთ.

კურო

კარგი გეგმა გაზრდის თქვენს ეფექტურობას და საშუალებას მოგცემთ, თავი აარიდოთ სამუშაო შეფერხებას. საყვარელი ადამიანების სურვილებისადმი ყურადღება გადაარჩენს თქვენს ურთიერთობას: არ დაგავიწყდეთ დაპირებების შესრულება.

ტყუპი

თქვენი ყურადღების გარეშე დარჩენილი ზოგიერთი პროცესი შეიძლება შენელდეს ან ჩიხში მოხვდეს. უმჯობესია 7 ივნისს არ დაიწყოთ ახალი საქმეები: ახლა ბევრი რუტინული სამუშაო და შეუსრულებელი ვალდებულებები გაქვთ. ჯერ ისინი დაასრულეთ.

კირჩხიბი

ბევრი მოვლენა და ადამიანი გაგაგიჟებთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოახდინოთ რეაგირება ნეგატიურ ფაქტორებზე, მიხედეთ საკუთარ საქმეს და ფილოსოფიურად მიუდგეთ დღევანდელ პრობლემებს. შეზღუდეთ კონტაქტები: ყველაზე უვნებელი დიალოგი შეიძლება დასრულდეს დიდი ჩხუბით. მოიძიეთ მხარდაჭერა საყვარელი ადამიანებისგან.

ლომი

დღეს წარმატებული და ხელსაყრელი დღე გელით. კარგია, თუ იცით თქვენი ძირითადი მიზნები და დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში. იყავით დაჟინებული და არ დანებდეთ, თუ საქმეები თქვენი გეგმის მიხედვით არ წავა.

ქალწული

მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ, ამიტომ დაიწყეთ დაზოგვა და შეამცირეთ ყოველდღიური ხარჯები. იმუშავეთ კომფორტული ტემპით და არ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც არ მოგწონთ. ზოგიერთმა საეჭვო წინადადებამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. 7 ივნისს აქტივობა ოდნავ უნდა შეამციროთ.

სასწორი

თქვენი განწყობა ამ დღეს დიდადაა დამოკიდებული გარემოებებსა და გარშემო მყოფებზე. შეეცადეთ იყოთ ოპტიმისტური ადამიანების გვერდით, რომლებსაც კარგად იცნობთ. შესაძლოა ოჯახურ წრეში პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ უმჯობესია კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანოთ და მეტი დრო გაატაროთ მარტოობაში.

მორიელი

დღეს კარგია ახალი საქმეების დაწყება. დაიცავით ყველა წესი და ინსტრუქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ დამატებითი პრობლემების გადაჭრა და მეტი ძალისხმევის დახარჯვა. კამათში ან ცხარე დისკუსიაში იყავით თავაზიანი და პროფესიონალი.

მშვილდოსანი

აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები, რათა არ დაუშვათ შეცდომა. შესაძლოა, დღეს თქვენს ცხოვრებაში წარსულიდან გამოჩნდეს ვინმე: ვარსკვლავები გირჩევენ გაიხსენოთ უარყოფითი გამოცდილება და გზა, რომელიც ერთხელ უკვე გაიარეთ.

თხის რქა

შეეცადეთ დილიდანვე შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. მეტი ისაუბრეთ მეგობრებთან, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება. თანამოაზრეების გუნდთან ერთად სამსახურში პრობლემების მოგვარება უფრო ადვილი იქნება, დახმარებაზე უარს ნუ იტყვით.

მერწყული

მოემზადეთ რთული, სტრესული დღისთვის, როდესაც პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ყველაზე მოულოდნელ ადგილებში. კარგია, რომ გქონდეთ სამოქმედო გეგმა არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ უახლოესი მომავლისთვის, რათა დროულად მოახდინო რეაგირება და მოქმედება. გულთან ახლოს ნუ მიიღებთ ყველაფერს, რაც ხდება, სიტუაცია მალე გამოსწორდება.

თევზები

ამჟამად არ გაქვთ საკმარისი ძალა და რესურსი რთული საკითხების გადასაჭრელად, ამიტომ უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ რუტინულ სამუშაოზე, დაწყებული საქმეების დასრულებაზე. მოუსმინეთ გამოცდილი კოლეგების რჩევებს, ჰკითხეთ მათ აზრი. ჯობია დღეს დაპირებები არ გასცეთ: მათი შესრულება გაგიჭირდებათ.