კურო
ენერგიული ხართ, რაც საოჯახო საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა მგზავრობისთვისაც. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ზოგიერთი ახალ მეგობრებს გაიჩენს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად და არ იზარმაცოთ.
კირჩხიბი
ნუ გაირისკავთ, საქმე გამოცდილ და ერთგულ ადამიანებთან დაიჭირეთ. მოერიდეთ ფსიქოლოგიურ გადაღლას.
ლომი
დღეს ყველას ყველაფერი უნდა აპატიოთ, დაივიწყოთ შეცდომები და იმედგაცრუებები. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს; გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთ.
ქალწული
გაუფრთხილდით საკუთარ თავს, არ გაცივდეთ. კარგი დღეა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად, მაგრამ ნუ დალევთ ყინულიან წყალს და ნურც ორპირ ქარში გაჩერდებით.
სასწორი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, ქალაქგარეთ მგზავრობისა და მეგობრებთან ერთად მხიარულებისთვის.
მორიელი
შეყვარებულებმა მოიცალეთ პირადი გრძნობებისთვის და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა ელით, სავარაუდოდ, ასაკით უფროს ადამიანთან.
მშვილდოსანი
დასვენებას მუშაობა უნდა შეუთავსოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, დაეხმარეთ გარშემო მყოფებს და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.
თხის რქა
ახალი თაყვანისმცემლები გამოგიჩნდებიან და ერთ-ერთში შეიძლება თქვენი "მეორე ნახევარი" ამოიცნოთ. ბედის საჩუქარი ღირსეულად უნდა მიიღოთ და მადლიერი იყოთ.
მერწყული
სასიყვარულო თავგადასავლების გამო საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების კეთებას ვერ შეძლებთ. დაისვენეთ, დატკბით რომანტიკული მომენტით.
თევზები
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან და საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, ეს დღე მათთან ერთად ქალაქგარეთ გაატარო.