7 მაისს დაბადებული ადამიანისთვის აუცილებელია ლოიალურობის გამომუშავება ხასიათში

7 მაისს დაბადებული ადამიანისთვის აუცილებელია ლოიალურობის გამომუშავება ხასიათში

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

  • როგორია 7 მაისს დაბადებული ადამიანი

7 მაისს დაბადებული ადამიანები უზომო პრინციპულობითა და ერთგულების გასაოცარი უნარით გამოირჩევიან. ამ ადამიანებს გააჩნიათ ძალა ბოლომდე უერთგულონ მათთვის ავტორიტეტულ პიროვნებას, საყვარელ საქმეს ან იდეალებს რომელსაც ცხოვრება მიუძღვნეს. თუმცა, ამგვარი უაპელაციო სიჯიუტის გამო არცთუ იშვიათად ამ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. შესაბამისად მათთვის აუცილებელია ცოტაოდენი ლოიალურობისა და სირბილის გამომუშავება ხასიათში.