კურო
საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. ბიზნესმენები ნუ გააჩაღებთ ბრძოლას კონკურენტებთან. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.
ტყუპი
დღის პირველ ნახევარში მოაწესრიგეთ დოკუმენტები. ჩაეწერეთ მიღებაზე მკურნალ ექიმთან. ნუ გაამწვავებთ ურთიერთობას კოლეგებთან ან ნათესავებთან.
კირჩხიბი
მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს და მეგობრული რჩევებიც არ დაივიწყოთ. დღეს რთული საქმეების შესრულებაც მოგიწევთ, მაგრამ ყველაფერს საუკეთესოდ მოაგვარებთ.
ლომი
კარგი დღეა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, მოგზაურობის დასაწყებად. ხელს ნუ მოაწერთ გრძელვადიან კონტრაქტებს. ოფიციალური საბუთები დღის პირველ ნახევარში გააფორმეთ.
ქალწული
დღის პირველ ნახევარში მგზავრობა და საქმიანი შეხვედრები დაგეგმეთ. ყური დაუგდეთ უფროსის (კოლეგა, ნათესავი) რჩევას. საღამოს ფრთხილად იყავით მგზავრობისას, საჭესთან.
სასწორი
სამოქმედო გეგმის ყველა წვრილმანს გადახედეთ და ისე იმოქმედეთ. გაგეზრდებათ შემოსავალი. თუმცა, ძვირად ღირებულ ნივთებს ნუ შეიძენთ.
მორიელი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. დღეს კარგი ჟურნალისტი ან დეტექტივი იქნებით. მოერიდეთ სტრესულ და ტრავმულ სიტუაციებს.
მშვილდოსანი
დღეს ფინანსურადაც მოძლიერდებით, ავტორიტეტსაც აიმაღლებთ და სექსუალურ მომხიბვლელობასაც. საკუთარი წარმატება ყველას ახარეთ. ფული სარფიან საქმიანობაში დააბანდეთ.
თხის რქა
კარგი დღეა შესარიგებლად, დასამეგობრებლად. მოერიდეთ, როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ გადატვირთვას.
მერწყული
მიზნის მისაღწევად მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკასა და შენიშვნებს. ნუ საქმეებში სუფთა ხართ, არავისთან გირჩევთ თავის მართლებას.
თევზები
საზღვარგარეთიდან სასიამოვნო ამბებს შეიტყობთ. დღეს ადვილად დააღწევთ თავს ნებისმიერ დაბრკოლებას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.