ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:44-ზე, მთვარე 01:23-დან მერწყულში იქნება
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
ვერძი: საქმიანი შეხვედრებისა და გადაადგილების დღეა. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, ყურადღებით მოისმინეთ რას ამბობს ოპონენტი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.
კურო: ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დღეს შეიძლება ერთმანეთზე განაწყენებული ადამიანები შეარიგოთ.
ტყუპი: რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. არ გირჩევთ რთული მიზნების დასახვას. საღამოს შეხვდით მეგობრებს, საინტერესო ამბებსაც გაიგებთ და ახალი იდეებიც დაგებადებათ.
კირჩხიბი: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ, ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. დიპლომატიურად იმოქმედეთ კოლეგებთანაც და ნათესავებთანაც.
ლომი: ახალი ვალდებულებს შესრულება ფულისა და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. იყავით დაკვირვებული დეტალების მიმართ. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციას, ემოციურობას.
ქალწული: მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, დახვეწილი მანერები, განსაკუთრებით უცხო გარემოში. ნუ ელოდებით, მადლიერებას გაწეულ სიკეთეზე. კარგი დღე გელით ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.
სასწორი: მოერიდეთ ზედმეტ გადაღლილობას. ინიციატივა გამოავლინეთ მხოლოდ იმ საქმეებში, რასაც იოლად გაართმევთ თავს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ოჯახის წევრებთანაც სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
მორიელი: მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ საქმეების მიმართ. ბევრ უსიამოვნებას აირიდებთ, თუ დაკვირვებით იმოქმედებთ; ყურადღებით მოისმენთ პარტნიორების მოსაზრებებს.
მშვილდოსანი: არ გირჩევთ გაირისკვას, განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსების დაბანდებას ეხება. მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც იოლი ფულის შოვნას გპირდებათ. ნუ შეილახავთ რეპუტაციას.
თხის რქა: დღე სასიამოვნოდ ჩაივლის, თუ არ დაისახავთ რთულ ვალდებულებებს და დატკბებით იმ შედეგით, რაც გაქვთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, დაუმეგბრიდით მათ.
მერწყული: ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და მოერიდეთ ძლიერ კონკურენტებთან გაჯიბრებას. უმჯობესია, მათთან მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. საღამოს ორიგინალური იდეები დაგებადებათ.
თევზები: ზედმეტ ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. ნუ გადაიღლებით ფიზიკურად, მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. გამოავლინეთ დისციპლინა და პრაქტიკულობა; განსაკუთრებით, თუ საქმე ფულის ფლაგვას ეხება.