7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გადახედეთ ძველ საქმეებს. შეეცადეთ გამოასწოროთ დაწყებული შეცდომები და წინ წაიწიოთ. საქმეებზე სწორად გადაანაწილეთ დრო და ენერგია. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, უმჯობესია, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოთ.

ტყუპი

რეტროგრადული მერკურის გაიძულებთ გადახედოთ ძველ საქმეებს, გამოასწოროთ შეცდომები და არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს ყოველდღიურობას. უმჯობესია, გარშემო მყოფები დაარწმუნოთ, რომ ზედმეტად არ შეგაწუხონ. ცუდი დღეა საყიდლებისთვის.

კირჩხიბი

რაც უფრო ნაკლებ ინიციატივას გამოიჩენთ, მით უკეთესი. შეძლებისდაგვარად გადადეთ ყველა ახალი საქმე და პროექტი და დრო მიმდინარე საქმეების გაუმჯობესებას დაუთმეთ. გაუფრთხილდით ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. თავი შეიკავეთ საყიდლებისგან.

ლომი

მეტი დრო და ყურადღება მოაქციეთ დეტალებს. მოსალოდნელია გეგმების ცვლილება, ვადების დარღვევა. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის; განაახლეთ ვარჯიში. აგრეთვე, კარგია დიეტა, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.

ქალწული

მშვიდად შეხვდით საქმეებში გაუმართაობასა და გეგმების ცვლილებას. აკონტროლეთ კოლეგები, არაფერი გამოგრჩეთ. მოერიდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ოჯახში, სარემონტო სამუშაოებს. დაგეგმეთ მომავალი, რომელსაც ერთი თვის შემდეგ განახორციელებთ.

სასწორი

მშვიდად და წყნარად აკეთეთ თქვენი საქმე. მოძებნეთ დამატებითი სამუშაო. კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. სასიყვარულო პარტნიორთან ერთად დაგეგმეთ მომავალი და შეთანხმებულად მოაგვარეთ პრობლემები.

მორიელი

შეიძლება ყველაფერი გეგმის მიხედვით არ შესრულდეს, მოსალოდნელია შეფერხებები. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს და გარშემო მყოფებთან ერთად მოძებნეთ გამოსავალი. შეამცირეთ უსიამოვნო კონტაქტები. იმ ადამიანებს ეკონტაქტეთ, ვისთანაც "ერთ ტალღაზე" ხართ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ სიახლეების დანერგვას, ახალი საქმეების წამოწყებას. სამსახურებრივი საქმეების გამო ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ. დროა, შეჩერდეთ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება. თუ თავად თავს არავის მოატყუებინებთ, არც თავად მოატყუოთ.

თხის რქა

მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ ცვლილებებს. მოსალოდნელია, სამუშაო ტემპის შესუსტება, გეგმების ცვლილება. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. მოინახულეთ ის ადგილები, რომლებთანაც სასიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ.

მერწყული

გადახედეთ ფინანსურ საკითხებს. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის მოსაძებნად. შეამცირეთ ხარჯი; ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. გათავისუფლდით არაფრისმომცემი ურთიერთობებისა და გამოუსადგარი ნივთებისგან. ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით და ნურც გაკეთებულს დაამადლით.

თევზები

არაფერი ახალი არ წამოიწყოთ. მიუბრუნდით ძველ საქმეებს, გამოასწორეთ შეცდომები. პირად ურთიერთობაში საკუთარზე წინ პარტნიორის კეთილდღეობა დააყენეთ. ოჯახში ჰარმონიის შექმნას ეცადეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით