ავტორი:

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.

ვერძი: აქტიურად ჩაერთეთ პროექტებში, იყავით მოვლენების საქმის კურსში. თუ რაღაცის გაკეთებას ან შეძენას გადაწყვეტთ, ვერავინ შეგიშლით ხელს, ბოლომდე იბრძოლებთ სასურველის მისაღწევად. თუმცა, სიფრთხილის დაცვა არ გაწყენდათ.

კურო: საქმეებში იქნებით ჩართული, ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. დღეს უმჯობესია, დამოუკიდებლად იმუშაოთ. რომანტიკული ნაცნობობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ასევე კარგი იქნება, არსებული კავშირის გასაუმჯობესებლად.

ტყუპი: მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ეცადეთ, თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოთ იგი. კარგი დღეა პროექტების გასავითარებლად. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში, თუ გსურთ მყარი და ბედნიერი კავშირის შექმნა.

კირჩხიბი: დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები. განსაკუთრებით, თუ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ეჭვები გაგიჩნდებათ. მოერიდეთ ხალხს, ვისაც თქვენი შეცდომაში შეყვანა გადაუწყვეტია. ახლა ჩრდილში დგომის დრო არაა, მეტად უნდა მოინდომოთ, რომ მიიღოთ სასურველი.

ლომი: მოერიდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ისეთი საქმეების კეთებას, რაც სიამოვნებას არ განიჭებთ. დღეიდან შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. საღამოს ახლობლებთან შეხვედრა, სიურპრიზები და მხიარულება გელოდებათ.

ქალწული: მეტად გამოავლინეთ დახვეწილი მანერები, განსაკუთრებით, როცა კონკურენტებთან, არაკეთილმოსურნეებათან გიწევთ ურთიერთბა, მაგრამ ამავდროულად დაიცავით საკუთარი უფლებები. დღეს დაზოგეთ ენერგია, დრო, ნუ გადაიღლებით.

სასწორი: დღეს უჩვეულო საქმეების შესრულება მოგიწევთ ან თქვენთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩნდებით. იყავით თავდაჯერებული, იმოქმედეთ დაკვირვებულად. შეაღეთ თითოეული კარი და მოითხოვეთ ის, რაც საკუთარი თავის ან პირადი პროექტების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

მორიელი: იცით საკუთარი თავის ფასი და კონკურენტებს იოლად გაუმკლავდებით. ვერავინ მოგაქცევთ საკუთარი გავლენის ქვეშ. რთული საუბარიც კი შეიძლება თქვენთვის სასარგებლო გამოდგეს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელები დაუახლოვდით თქვენთვის საინტერესო პიროვნებას.

მშვილდოსანი: დღეს მიხვდებით, რომ ყველაფერი იმაზე კარგადაა ვიდრე გეგონათ. ახალი შთაბეჭდილებები და ნაცნობობა გელოდებათ. გამონახეთ დრო გემრიელობების მისართმევად და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.

თხის რქა: ახალი პროექტების დაწყების, ურთიერთობების გაუმჯობესების დღეა. საქმეებს უკეთ გაუმკლავდებით თუ კარგ განწყობაზე იქნებით. განწყობას კი გაგიუმჯობესებთ კარგი მუსიკა, სასიამოვნო ადამიანებთან საუბარი, გემრიელი კერძი.

მერწყული: ნუ დაკარგავთ დროს და ენერგიას არაფრისმომცემ საქმეებზე, ურთიერთობებზე. უმჯობესია, ისეთ პროექტებზე იმუშაოთ, რაც პოპულარობას, მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. თუ ადამიანი თქვენკენ საპასუხო ნაბიჯს არ დგამს, გაეცალეთ.

თევზები: კარგი დღეა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად. მეტად იზრუნეთ საკუთარ კეთილდღეობაზე. გააკეთეთ ის, რაც წარმატებას მოგიტანთ და ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ, ნუ იმუშავებთ სხვათა საკეთილდღეოდ. შეეხმიანეთ ადამიანებს, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლიათ.