სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:35-ზე, მთვარე კუროშია
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. მოერიდეთ ხორციან კერძებს. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
ვერძი
დღეს, როგორც არასდროს, უნდა აკონტროლოთ მეტყველება, გაფრთხილდით, რომ არავინ შეურაცხყოთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი. და ასევე ფრთხილად იყავით მგზავრობისას.
კურო
დღეს მაცდურ შემოთავაზებებს მიიღებთ, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, აწონ-დაწონეთ ყველაფერი. გახსოვდეთ, რომ პროექტები, რომლებიც დიდ და სწრაფ მოგებას გვპირდებათ, ხშირად ჩვეულებრივი თაღლითობა.
ტყუპი
დროა დაფაროთ ვალები, როგორც ფულადი, ასევე მორალური. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, ვინც ოდესღაც დაგეხმარათ, ჰკითხეთ როგორ არიან ახლა. მათ შეიძლება თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ.
კირჩხიბი
იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს, მოგიწევთ შრომა. დღეს კოლეგებისა და ახლობლების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ყველა პრობლემის მარტო მოგვარება მოგიწევთ. იმედგაცრუების და დროის კარგვის თავიდან ასაცილებლად, დაგეგმეთ მხოლოდ ის, რასაც დამოუკიდებლად გაუმკლავდებით.
ლომი
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან, პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან კომუნიკაციისთვის. სრული ურთიერთგაგება იქნება და თქვენ შეგიძლიათ ერთად იმუშაოთ საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად.
ქალწული
ნუ ებრძვით ყველაფერს ახალს. შემოთვაზებები გულდასმით შეისწავლეთ. მაგრამ თუ უარის თქმას გადაწყვეტთ, კარგი იქნება, თუ დააკონკრეტებთ, რაზე ამბობთ უარს. შეაგროვეთ ინფორმაცია, ჩაუღრმავდით დეტალებს.
სასწორი
ნუ მოელით, რომ გარშემო მყოფები გამოიცნობენ რა გსურთ. უმჯობესია, პირდაპირ უთხრათ ყველას ყველაფერი! თქვენი დიპლომატია საშუალებას მოგცემთ სწორად გამოხატოთ თქვენი პრეტენზიები, შეურაცხყოფის გარეშე.
მორიელი
დღეს სხვებზე ზეწოლას ნუ მოახდენთ, ნუ აიძულებთ მათ რაიმე გააკეთონ, მიიღონ რაიმე სახის გადაწყვეტილება. თუ არ გსურთ სკანდალი, ეცადეთ შეამციროთ აგრესია და დაამყაროთ მშვიდობა.
მშვილდოსანი
დღეს საოცრად თავშეკავებული და მომთმენი ხართ. შესანიშნავი მომენტია რთული მოლაპარაკებებისთვის, კონფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად, თქვენი უფლებების დასაცავად. წარმატება გელით რთულ მოლაპარაკებებში.
თხის რქა
დღეს გაგიჭირდებათ რთულ ვალდებულებაზე კონცენტრირება. ამიტომ სჯობს რთული საქმეები სხვა დღით გადადოთ. მხოლოდ აუცილებელი ამოცანები შეასრულეთ. საღამოს ადრე დაიძინეთ, იძინეთ მინიმუმ 8 საათი.
მერწყული
დღეს მიდრეკილნი იქნებით გაიხსენოთ წარსული. თუ შესაძლებელია, ეწვიეთ თქვენთვის ძვირფას ადგილებს, ადამიანებს. მაგრამ თუ ხვდებით, რომ მოგონებები გამძიმებთ, გადაიტანეთ ყურადღება სხვა საკითხებზე.
თევზები
ახალი პროექტების წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, მოახერხეთ თუ არა ძველის დასრულება. მოიცილეთ კუდები. იყავით აქტიური და შეადგინეთ გეგმა შემდეგი ნაბიჯებისთვის.