ავტორი:

8 აგვისტოს ახალმთვარეობაა - ასტროლოგის პროგნოზი, თუ როგორი იქნება უახლოესი პერიოდი მსოფლიოს, საქართველოსა და ზოდიაქოს ნიშნებისთვის

8 აგვისტოს ახალმთვარეობაა - ასტროლოგის პროგნოზი, თუ როგორი იქნება უახლოესი პერიოდი მსოფლიოს, საქართველოსა და ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტროლოგი რამაზ გიგაური 8 აგვისტოს ახალმთვარეობის პროგნოზს "ფეისბუქით" გვიზიარებს:

"მეტაგნოზი (წინა ახალმთვარეობის პროგნოზის ანალიზი) 10 ივლისის ახალმთვარეობის პროგნოზი („ახალმთვარეობა და საქართველო“):

„მოსალოდნელია წინ წამოიწიოს მსჯავრდებულებთან, საპყრობილეებთან, საავადმყოფოებთან, ასევე უშიშროების სამსახურთან და სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებულმა საკითხებმა. მოიმატებს რელიგიასთან დაკავშირებული სკანდალის ალბათობაც“.

რეალობა: ჩვენ ყველამ ვიხილეთ მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალი, რომელშიც ჩართული ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირიც აღმოჩნდა (!!!).

* * *

რაც შეეხება 2021 წლის მორიგ (რიგით მერვე) ახალმთვარეობას. ის 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 17:50 საათზე დადგება. ეს ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოშია და ბუნებრივია, სწორედ ლომისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები გაძლიერდება - ენერგიულობა, ორგანიზებულობა, მიზანსწრაფვა, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, სიამაყე, სიჯიუტე და ამპარტავნება. ეს ჯერ კიდევ 22 ივლისიდან იყო გააქტიურებული (როდესაც მზე ლომის ნიშანში გადავიდა), თუმცა 8 აგვისტოდან ახალი ძალით გამოვლინდება და ყველა მიმართულებით საგრძნობი გახდება.

7-8 აგვისტო შედარებით რთული დღეები იქნება (ეს მთვარის 29-ე დღე და პირველი დღეებია), ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, შეხვედრა, მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა არასასურველია. ეს ახალმთვარეობა ლომის მე-17 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი ურთიერთწინააღმდეგობაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ადამიანებს გაუჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ეს ურთიერთწინააღმდეგობა უპირველესად მენტალურ დონეზე იქნება საგრძნობი. ამ გრადუსს პლანეტა მერკური მართავს, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება მეტ-ნაკლებად მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რა გადაწყვეტილების მიღებასაც ვაპირებთ. ეს განსაკუთრებით კომუნიკაციას, საქმიან სფეროს, მოლაპარაკებას, მგზავრობა-მოგზაურობას ეხება. ასტროფსიქოლოგიურ დონეზე სწორედ ეს ტენდენციები გააქტიურდება უახლოესი ერთი თვის მანძილზე.

* * *

ახალმთვარეობა და მსოფლიო

ეს ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი იქნება (განსაკუთრებით ნეგატიური კუთხით) შემდეგი ქვეყნებისთვის და გეოგრაფიული ტერიტორიებისთვის (სწორედ აქ არის მოსალოდნელი სხვადასხვა ნეგატიური ტენდენციების გააქტიურება):

ამერიკა

• ცენტრალური კანადა;

• ცენტრალური ამერიკის შეერთებული შტატები (მონტანას, ვაიომინგის, კოლორადოს, ნიუ-მექსიკოს და ტექსასის შტატები), განსაკუთრებით ქალაქი დენვერი;

• მექსიკა;

ევროპა

• ირლანდია;

• შოტლანდია;

აზია

• რუსეთის აზიური ნაწილი (განსაკუთრებით ტომსკის ოლქიდან - შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით);

• იაპონია;

• იემენი;

• ირანი;

• ინდოეთი;

• მონგოლეთი;

• ჩინეთი;

• ავღანეთი;

• პაკისტანი;

• ყაზახეთი;

• უზბეკეთი;

• თურქმენეთი;

აფრიკა

• სომალი;

• მოზამბიკი;

ოკეანეთი

• პაპუა-ახალი გვინეა

* * *

ახალმთვარეობა და საქართველო

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-2 და მე-10 სახლებს უკავშირდება; აქედან გამომდინარე, 8 აგვისტოდან - 7 სექტემბრამდე (მომდევნო ახალმთვარეობამდე) ძირითადად ორი მნიშვნელოვანი თემა გააქტიურდება: ფინანსები და ხელისუფლებისთვის (ძალაუფლებისთვის) ბრძოლა. მოიმატებს ეკონომიკური კრიზისის ალბათობა. მოსალოდნელია ფინანსურ გარიგებებთან, ვალებთან, კრედიტებთან, სახელმწიფო ფულის არამიზნრობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული სკანდალი. მნიშვნელოვნად მოიმატებს ძარცვის (მათ შორის ბანკებზე და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებზე თავდასხმის) და ქურდობის ალბათობაც. არ არის გამორიცხული ქვეყნის მმართველ პირებს რეპუტაციის შენარჩუნების გამო მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღება, მოუხდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ მე-10 სახლი მიუთითებს ქვეყნის სიმდიდრეზე და განძზე, არ არის გამორიცხული კიდევ უფრო დაიძაბოს ე. წ. „მუზეუმის საქმესთან“ დაკავშირდებით ახალი სკანდალური დეტალები გახდეს ცნობილი.

* * *

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები

წაიკითხეთ სრულად