8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:37-ზე მთვარე მორიელშია

საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.

ვერძი

იყავით სერიოზული და ყურადღებიანი. შეიძლება იყოს პრობლემები საქმიან ურთიერთობებში, უთანხმოება კოლეგებთან. ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. არ არის მიზანშეწონილი შესყიდვები. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მოთმინებას მოითხოვს, ზოგჯერ მოგეჩვენებათ, რომ ისინი განზრახ გაღიზიანებენ.

კურო

სამსახურში არსებული პრობლემები, ჩვეულებრივზე რთული იქნება. შუადღისკენ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ, გაიგებთ როგორ იმოქმედოთ თქვენი მიზნების მისაღწევად. დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია ფიზიკური შრომისთვის. საღამო საუკეთესო დროა რომანტიკული პაემნებისთვის.

ტყუპი

ძალიან წარმატებული დღეა პროფესიული თვალსაზრისით. ხელსაყრელი გარემოებებია მენეჯმენტთან კომუნიკაციისთვის, ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. შესაძლებელია კარიერული ზრდა. სერიოზული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რასაც ამ დღეს აკეთებთ, წარმატების გარანტიაა. ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა, ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი თავისა და სხვებისთვისაც. არავის მისცეთ უფლება, რომ დაგაბნიონ. გექნებათ შანსი მოიგოთ იმ ადამიანების პატივისცემა, ვინც ბოლო დროს არ დაგაფასათ. არ არის გამორიცხული ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. პირველ რიგში, ეს ეხება მათ, ვინც ჩართულია პოლიტიკაში და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ლომი

ამ დღეს გაგიადვილდებათ ყველაზე მიუწვდომელ ადამიანებთან თანამშრომლობაზე დათანხმება. შეგიძლიათ ისარგებლოთ ხელსაყრელი მომენტით საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, შეხვდეთ პოტენციურ პარტნიორებსა და დამსაქმებლებს. სამუშაოში, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, დეტალებისადმი ყურადღებას, წარმოიქმნება სირთულეები, იყავით დაკვირვებული. დღის მეორე ნახევარი სასარგებლო დროა ნაცნობობისთვის.

ქალწული

თქვენ გრძნობთ ძალების მოზღვავებას და სწორედ ამის წყალობით უმკლავდებით იმას, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია. რთულ ამოცანებსაც კი შედარებით სწრაფად მოაგვარებთ. გექნებათ დრო დასვენებისთვის, სასიამოვნო კომუნიკაციისთვის და პირადი საქმეებისთვის. ნუ შეგეშინდებათ უჩვეულო, თუნდაც ექსტრავაგანტული ნივთების ყიდვის.

სასწორი

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს თქვენს ცხოვრებაში. ყველაზე წარმატებული დღე იქნება მათთვის, ვინც სამხედრო სამსახურთანაა კავშირში. აგრეთვე მათთვის, ვინც ხალხური კულტურის, ტრადიციული ხელოსნობის შენარჩუნებით ხართ დაკავებული. კარგია ტექნიკის შეძენა - საყოფაცხოვრებო, კომპიუტერები.

მორიელი

რაც უფრო მეტ თავისუფლებას მისცემთ თქვენს ფანტაზიას, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე. კრეატიული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება, რომლის წყალობითაც უახლოეს მომავალში კარგი ფულის გამომუშავება იქნება შესაძლებელი. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და შორიდან ჩამოსულ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კომუნიკაციებისთვის. ახერხებთ განსხვავებული პროფესიების ადამიანებთან ურთიერთობას, თქვენგან სრულიად განსხვავებულებთანაც კი იპოვით საერთო ენას და კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ თითქმის ყველაზე. შესაძლებელია მოგება, ანაზღაურება ადრე შესრულებული სამუშაოსთვის, არ არის გამორიცხული გულუხვი საჩუქრები.

თხის რქა

რუტინულ ამოცანებზე ფოკუსირება ადვილი არ იქნება: ისინი ძალიან მოსაწყენი გეჩვენებათ. სიამოვნებით ანდობდით ყოველდღიურ საზრუნავს სხვას, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობა არ გექნებათ. თუ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედებთ; უმნიშვნელო შეცდომებსაც კი არ დაუშვებთ. ხელსაყრელი დღეა ახალ ბიზნესპარტნიორებთან, მათ შორის უცხოელებთან კომუნიკაციისთვის. სამსახურში რომანტიკული ისტორიები არ არის გამორიცხული. ახალმა ჰობიმ შეიძლება სერიოზული ხასიათი მიიღოს.

მერწყული

ურთიერთგამომრიცხავი ამბები გელოდებათ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გექნებათ მშვიდად იფიქროთ არსებულ ვითარებაზე, ყველაფერი გაირკვევა. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება - არაფერი შეგიშლით ხელს თქვენი მიზნის მიღწევაში. შეიძლება იყოს დაბნეულობა პირად ურთიერთობებში, განსაკუთრებით რთული იქნება იმის გაგება, თუ რა სურს საყვარელ ადამიანს თქვენგან.

თევზები

ამ დღის ყველა საუკეთესო მოვლენა მის მეორე ნახევარში მოხდება. ეს ასევე ხელსაყრელი დროა სამუშაოსთვის, პროფესიული საკითხების განხილვისთვის, მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან კომუნიკაციისთვის. დილით შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი საზრუნავი, უარი თქვით ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც არღვევენ თქვენს სიმშვიდეს კრიტიკული შენიშვნებით. ჯობია თავი შეიკავოთ დაუგეგმავი შესყიდვებისგან - დღეს იმაზე მეტს ხარჯავთ, ვიდრე ამის საშუალება გაქვთ.