8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სამსახურის საქმეებში სირთულეებს არ გადააწყდებით, თუ ყველაფერს გააკონტროლებთ, მათ შორის საკუთარ ემოციებსაც. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს.

ტყუპი

თუ პრობლემებს დიპლომატიურად მოაგვარებთ და სიტუაციის გამოსწორებასაც შეეცდებით, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი

შესრულებული სამუშაოსთვის დაფასება და მილოცვა გელით, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ სიჩქარეში მცირე უზუსტობები გაგეპაროთ. ან თავიდანვე ყურადღებით იყავით, ან ყველაფერი გადაამოწმეთ.

ლომი

დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. დილიდანვე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და იმოქმედეთ. კარგი დღეა საქმეების დასაწყებად, საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილეველად.

ქალწული

სასიხარულო ამბებს მიიღებთ, რაც ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. ან კრედიტს დაგიმტკიცებენ, ან ხელფასს მოგიმატებენ. შეიძლება მატერიალური დახმარება ახლობელმა გაგიწიოთ.

სასწორი

თუ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვას, პრობლემების დიპლომატიურად მოგვარებას შეძლებთ, მათი დახმარებით საკუთარი საქმეების გაუმჯობესებაც არ გაგიჭირდებათ.

მორიელი

ძველ მეგობართან, კოლეგასთან შეხვედრამ შეიძლება ნოსტალგიურ განწყობაზე დაგაყენოთ. გამორიცხული არაა, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოინდომთ, მაგრამ არ გირჩევთ, როგორც ცნობილია, ორჯერ ერთი მდინარეში ვერ შეხვალთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი დღეა სამომავლო საქმეების განსახილველად, გეგმების შესადგენათ. თუ პირადი ცხოვრება გაქვთ გასაუმჯობესებელი, პირველი ნაბიჯი აქაც თქვენ უნდა გადადგათ.

თხის რქა

დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. აგრეთვე, ნუ ენდობით ჭორებს.

მერწყული

დღეს მაღაზიებში გასეირნება და საკუთრი თავის, ახლობლების დასაჩუქრება მოგინდებათ. მცირეფასიან საყიდლებზე საკუთარ თავს უარს ნუ ეტყვით, მაგრამ დიდ ხარჯს ნუ გასწევთ.

თევზები

ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ეცადეთ, არსად დააგვიანოთ. მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება, მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით