8 აპრილს დაბადებულ ადამიანებს რატომ უწევთ მარტოობაში ცხოვრების გატარება

8 აპრილს დაბადებულ ადამიანებს რატომ უწევთ მარტოობაში ცხოვრების გატარება

აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.

  • როგორია 8 აპრილს დაბადებული ადამიანი

8 აპრილს დაბადებული ადამიანები მაღალი ეთიკურ-მორალური პრინციპებით არიან გამორჩეული. მათ გასაოცარი უნარი აქვთ სხვების კეთილდღეობისთვის საკუთარი ინტერესები უკან დასწიონ და ბოლომდე უთანაგრძნონ გაჭირვებაში მყოფთ. არცთუ იშვიათად, სწორედ ამ თვისებების გამო, მათ მარტოობაში უწევთ ცხოვრების გატარება, ხშირად მეორე ნახევრის გარეშე.