ავტორი:

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 16:34-ზე, მთვარე ტყუპშია

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.

ვერძი: იყავით უფრო თავაზიანი და ყურადღებიანი სხვებთან ურთიერთობისას. თვითდაჯერებულობამ და სხვისი აზრის უგულებელყოფამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. კონკურენტებისადმი პატივისცემით განწყობა საქმის თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

კურო: სტრესული და დატვირთული სამუშაო დღე გელოდებათ. მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის მართვა და ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. ყურადღებით შეამოწმეთ ინფორმაცია.

ტყუპი: დაგროვილი სტრესის გამო ბევრი რამე ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებს თქვენზე. სცადეთ სკანდალების გარეშე მოაგვაროთ საქმე. უმჯობესია დღე მარტო გაატაროთ, შეამცირეთ კომუნიკაცია. ნუ აჰყვებით და პროვოკაციებს.

კირჩხიბი: იმისთვის, რომ დღემ კარგად ჩაიაროს, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საყვარელ საქმიანობას. ნუ მიიტანთ წვრილმან პრობლემებს გულთან ახლოს, მშვიდად შეხვდით სიახლეებს.

ლომი: ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დღით გადადეთ, დღეს სიტუაციის სწორად შეფასებას ვერ შეძლებთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბავს გარშემო მყოფებთან.

ქალწული: ბოლო დროს ძალიან ბევრი ენერგია დაუთმეთ მუშაობას, დროა დაისვენოთ. გადაჭარბებულმა დაძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები.

სასწორი: ზოგიერთი თქვენი კოლეგა სამსახურში სირთულეებს შეგიქმნით და საქმეების დასრულებაში შეგიშლით ხელს. დღეს რთულ სიტუაციებში საჭიროა სწრაფად რეაგირება და გადაწყვეტილებების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ფინანსური ზარალი შეგექმნეთ.

მორიელი: უსიამოვნებები რომ არ შეგექმნათ, მოერიდეთ ყველას გაკრიტიკების და საკუთარი აზრის გამოთქმა მაშინ, როცა ამის შესახებ არ გეკითხებიან. ეცადეთ ნაკლები ისაუბროთ, შეინარჩუნოთ მეგობრული განწყობა და მსუბუქი იუმორით განმუხტოთ დაძაბულობა.

მშვილდოსანი: ლიდერობის თვისებები უნდა გამოავლინოთ გუნდის წარმართვისა და რთული პრობლემების გადაჭრისასს. თუმცა, ასეთ პასუხისმგებლობას ყოველთვის არ მოაქვს კმაყოფილებას.

თხის რქა: შეეცადეთ უფრო ხშირად დაისვენოთ, ისაუბროთ კოლეგებთან და სასიამოვნო საქმიანობაზე გადაიტანოთ ყურადღება. დაგროვილი სტრესისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ ნივთებისა და სახლის დალაგება.

მერწყული: გაზრდილი ემოციური ფონი ხელს შეუშლის ნაყოფიერ მუშაობას. მღელვარების სურვილი შეიძლება გადაიზარდოს პრობლემებად და მოგვიანებით მოგიწევთ ბოდიშის მოხდა თქვენი ქმედებებისთვის. გააკონტროლეთ თქვენი გრძნობები, რათა არ ინანოთ, რაც გააკეთეთ.

თევზები: ადრე დაფარული ფაქტები ან ქმედებები შეიძლება ახლა გამოვლინდეს და გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე. ნუ აჰყვებით ემოციებს, იმოქმედეთ ლოგიკურად და რაციონალურად. მოერიდეთ კომუნიკაციას, გალახდილი საუბრები შეიძლება გადაიზარდოს დიდ კონფლიქტში.