8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ინტერეტში სამუშაოდ: ინფორმაციის მოძიებაც და საიდუმლო მიმოწერაც. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. ნაკლები - ჭორებს. დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით დამაინტრიგებელ წინადადებას.

ტყუპი

აქტიური ხართ და საოჯახო საქმეების შესრულებას მარტივად შეძლებთ. შუადღის შემდეგ ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან ეჭვებითა და ჭორებით.

კირჩხიბი

რომანტიზმით, მოგზაურობით დატვირთული დღის მეორე ნახევარი გელით. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მუსიკისა და სულიერი ცხოვრებისადმი. ნუ დაეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც სხვისი ხელის შემყურედ ცხოვრობს.

ლომი

გაუგებრობებისა და ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის გამო უსიამოვნო შეგრძნება მოიმატებს. იყავით დაკვირვებული. მოსალოდნელია, ბავშვისგან ფანტაზია და საყვარელი ადამიანისგან - ტყუილი.

ქალწული

ხანდახან ახლობელი ადამინებიც კი უცნაურად იქცევიან და თავადაც ასე რომ მოექცეთ მათ, ეს არ მოეწონებათ. დღეს ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს.

სასწორი

უსიამოვნებებს სწრაფად წაშლით და გარშემო სიმშვიდე დაისადგურებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შინაურ ცხოველებს. დახმარებაზე უარი არ უთხრათ ახლობლებს.

მორიელი

მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების შესრულებას. თუ ბავშვი ახალი სათამაშოს შეძენას გთხოვთ, მშვიდად აუხსენით მიზეზი, რის გამოც ვერ ყიდულობთ. საყვარელი ადამიანი ძვირად ღირებული საჩუქრის ნაცვლად ჩახუტებითა და კოცნებით გააბედნიერეთ. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.

მშვილდოსანი

ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს. ნურავის ნურაფერს დაპირდებით. მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება სხვა დღისთვის გადადეთ. ამ დღეს ნუ შეიცვლით სამსახურს, ბინას.

თხის რქა

შეიძლება მეტი დაცვა სჭირდება თქვენს პირად ინფორმაციას. კომპიუტერს კი - ანტივირუსული პროგრამა. სიყალებსა და ტყუილს "კილომეტრიდან" ამოიცნობთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პირადი შეხვედრა.

მერწყული

მოერიდეთ ფულის ფლანგვას. განსაკუთრებით, ალკოჰოლსა და დელიკატესებზე. ნუ აიღებთ ვალს. შუადღის შემდეგ მოიმატებს ემოციურობა.

თევზები

დღეს თვალი უნდა დახუჭოთ გარშემო მყოფების ნაკლოვანებაზე. მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, როცა საქმე ფინანსებს, მგზავრობას ეხება. დღეს თქვენთვის სულერთი იქნება რას შეჭამთ, რას ჩაიცვამთ, ვის გადაუშლით გულს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით